ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. იანუშევიჩის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა ხერსონისა და ბერისლავის ოლქები 39-ჯერ დაბომბეს.
ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის ქალაქები – ჩერნობაევკა, ანტონოვკა, ნიკოლსკოე და მუზიკოვკა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, სავაჭრო შენობები და სკოლა.