ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ჩავიდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“ – აღნიშნავს ზელენსკი.

მსგავსი თემები