თბილისში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი პირი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები