პოლონეთში ერთ-ერთ აფთიაქში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში აფთიაქის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი ქურდობის მცდელობის აღკვეთას ცდილობდა. როგორც პოლონური მედია წერს, სავარაუდო დამნაშავე, საქართველოს მოქალაქეა რომელიც, უკვე დაკავებულია.
“შემთხვევა პარასკევს, ღამის 12 საათის შემდეგ, ტარგოვას 33-ში მდებარე აფთიაქში მოხდა.- საქართველოს მოქალაქე დაცვის თანამშრომელმა ქურდობის მცდელობისას გამოიჭირა. როდესაც მოპარული ნივთების დატოვება მოსთხოვეს, ჩხუბი დაიწყო და დანით დაცვის თანამშრომელი დაჭრა”- წერს პოლონური მედია.
დაშავებული დაცვის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები