“ერთ-ერთ დაკავებულს მცირეწლოვანი შვილი მონასტრის გარეთ ელოდებოდა” – ადგილობრივი მკვიდრი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების მონაყოლით ირკვევა, რომ ორი დაკავებულიდან,  27 და 39 წლის მამაკაცებიდან ერთ-ერთს მონასტრის გარეთ მცირეწლოვანი შვილი ელოდეოდა.

“ეს არის ქრისტიანობისთის ძალიან დიდი ტრაგედია. ერთი პირის შვილი ყოფილა მონასტრის გარეთ და ელოდებოდათო, პატარა ბიჭი ყოფილა და ორი სრულწლოვანი შიგნით ყოფილან მონასტერში. აუცილებლად უნდა დაისაჯონ. უნდა გამოიყვანო ორივე სახალხოდ, უნდა მოუკიდო ცეცხლი და დაწვა“ – აცხადებს ადგილობრივი.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები