„აფეთქდა ორი რაკეტა, ერთი პოლონეთის, მეორე კი უკრაინის ტერიტორიაზე“ – პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ანჯეი დუდა განცხადებას აკეთებს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში, მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა. გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

„გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულდა. მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. არანაირი ახალი დასკვნები არ ცვლის იმას, რასაც აქამდე ვამბობდი. ჩვენ ველოდებით ექსპერტების დასკვნებს და არ ვერევით პროცესში… თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა. მეორე რაკეტა 100 პროცენტით იყო, თუმცა არ ჩამოვარდნილა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები