ჩინეთში “ლოქდაუნის“ წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო

ჩინეთის სინძიანის რეგიონში, ქალაქ ურუმჩიში კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა შენობის დროულად დატოვება იმის გამო ვერ შეძლეს, რომ ის ნაწილობრივ ჩაკეტილი იყო, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს.

ვრცელდება კადრები საპროტესტო აქციიდან, სადაც ისმის, რომ მოქალაქეები სკანდირებენ: “დაასრულეთ ლოქდაუნი!“

მსგავსი თემები