,,სააკაშვილს არ ვთვლი პოლიტპატიმრად, თუმცა მხარს დავუჭერდი მის საზღვარგარეთ გადაყვანას”- ლევან იოსელიანი

,,შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მან უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ზოგადად მე არ მომწონს არავის ციხეში ჯდომა, ვინც არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეტაპი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები, თუ პოლიტიკასთან დაკავშირებული პირები არიან ციხეში და შემდეგ ამის გარშემო არის განუწყვეტელი აჟიოტაჟი. ეს ფარავს ყველა სხვა თემას, რომელიც ქვეყანაშია მნიშვნელოვანი.

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ის მუხლიც არ უნდა იყოს, რითაც არის დაკავებული და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ნიკა გვარამია იყოს დღეს იმ წარდგენილი ბრალდებისთვის, რაც აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იცით, რომ მე არ ვთვლი მას პოლიტპატიმრად. პრეზიდენტობის პერიოდში მას ჩადენილი აქვს დანაშაულები და მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არის იმდაგვარი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღწერს, თუ ეს მართალია, რომ მისი საქართველოში გადარჩენა ფიზიკურად შეუძლებელია და ამიტომ უნდა იყოს გადაყვანილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ, ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერდი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები