ხაშურში მონაზონი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს – დაკავებულია 2 ადამიანი

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 ადამიანია დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ჩადენილ ყაჩაღობასა და ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები