ნაცემი და გაუპატიურებული დედაოს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ნაცემი დედაოს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 70 წლის დედაო ტაძარში შეჭრილმა პირებმა სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს.

დედაო ხაშურის კლინიკის ინტენსიურ განყოფილებში იყო  მოთავსებული. მდგომარეობის დამძიმების გამო, დედაოს თბილისში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა.  ამ წუთებში, მას თბილისში გადმოსაყვანად ამზადებენ.  დედაოს მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება.

მას ტაძარში შეჭრილები სასტიკად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათ წინააღმდეგობა გაუწია.

დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები