,,დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, არჩევნების ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია”- ლევან ხაბეიშვილი

,,ნებისმიერი ფორმატით მზად ვართ გავიმარჯვოთ, ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია” – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ფორმატთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, აპირებს შეხვედრებს ყველგან, სადაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსი ოლიგარქიული რეჟიმი უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ ნებისმიერი ფორმით მზად ვართ არჩევნებისთვის, შიდა დემოკრატიისთვის, გაძლიერებისთვის. მზად ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან და წარმომადგენლებთან ერთად გავიმარჯვოთ პარტიის შიგნით, შემდეგ ეს პროცესი გადავიტანოთ მთლიანად ქვეყანაში, რადგან შიდა არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანია გარე მტერი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები