ზელენსკი კიევის მერიას – ,,საქმეს სერიოზულად მოეკიდეთ, ანგარიშებში ტყუილს არავინ გაპატიებთ”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში კიევის ხელისუფლებას ხარისხიანი მუშაობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რომ ამჟამად უკრაინის მთავარი ამოცანა ენერგიაა.

ასევე, ზელენსკიმ უძლეველ ცენტრებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის გათბობით აღჭურვილ და წყლით უზრუნველყოფილ თავშესაფრებს გულისხმობს.

ზელენსკის განცხადებით, ცენტრების მოწყობის პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა, თუმცა ყველა რეგიონში მისი გამართულად და ეფექტიანად მართვა არ ხდება.

,,უძლეველობის ცენტრები განლაგებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ, ვიცი, რომ სამწუხაროდ ყველა ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება თავის საქმეს კარგად არ ასრულებს. კერძოდ, კიევში ბევრი საჩივარია. მერიისგან უფრო ხარისხიან მუშაობას ველოდები.

კიევში უძლეველობის ცენტრებთან მიმართებით არასერიოზული და დამამცირებელი დამოკიდებულება არავის ეპატიება, ისევე როგორც სხვადასხვა დონის ანგარიშში მონაცემის გაყალბება. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ” – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები