„დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა ქუთაისში შეხვედრა გამართეს

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი – ამ საკითხებზე იმსჯელეს საჯარო შეხვედრაზე „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლისა” და „გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეებმა ქუთაისში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ დამსწრეებს ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნეს, რის შემდეგაც დისკუსიის ფორმატში შეკრებილების მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

მსგავსი თემები