„საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში აქვს პოტენციალი, გახდეს ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა“ – დავით ნარმანია

სემეკი-ს თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს  ელექტროენერგეტიკის სექტორში უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომ  ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ მოკლე დროში შეძლო იმ დირექტივების საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში გადმოტანა და განხორციელება, რასაც სხვა ქვეყნებში ათეულობით წელი დასჭირდა. დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობაზეც. „ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პირობებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის შემცირება. 2021 წელს  ჯამში მხოლოდ 7 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესები შევიდა ექსპლუატაციაში, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის კი აუცილებელია ე.წ. მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა. ადგილობრივი…

მეტი...

„წელს მოქალაქეებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში“ 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ თანხებზე მოსახლეობამ სემეკს უნდა მიმართოს. „მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს *303#-ის მომსახურება. მიმდინარე წლის ბოლოს ამ სერვისს დაემატა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის დარიცხული გადასახადის გადამოწმების ფუნქციაც. მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად, ერთი ღილაკის საშუალებით გაუგზავნონ კომპანიებს მოთხოვნა დარიცხვის გადამოწმებაზე. მკაცრად ვაკონტროლებთ კომპანიების საქმიანობას, ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს სისტემური დარღვევებისთვის დავაჯარიმეთ „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ ( თელმიკო)  და „თელასი“ უმაღლესი ოდენობის ჯარიმით. დარღვევების განმეორების შემთხვევაში,…

მეტი...

„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია“ – დავით ნარმანიას ანგარიში „მედიაცენტრ მთავარში“

დავით ნარმანიამ სემეკის 2021 წლის საქმიანობა  „მედიაცენტრ მთავარში“ შეაჯამა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ აღნიშნა, ელექტროენერგიის ტარიფების მატება არ იგეგემება. მან დადებითად შეაფასა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლებმაც მომხმარებლებს კომუნალური სერვისის მიღება გაუმარტივა. „ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას  ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკიდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის…

მეტი...

ვირუსით 2 514 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 46 059 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 711 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  930 544-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.09%. 

მეტი...

ვირუსით 61 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა – 232, იმერეთი – 304, ქვემო ქართლი – 119, შიდა ქართლი – 108, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148, კახეთი –134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

მეტი...

ჰონგ-კონგის პოლიციამ ადგილობრივი მედია დაარბია

ჰონგ-კონგიში პოლიცია დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებგვერდის Stand News-ის ოფისში შეიჭრა და 6 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან მედიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, პოლიციას საბაბდ მედიის მხრიდან პუბლიკაციების გამოქვეყნება ჰქონდა. ოფისის დასარბევად 200-ზე მეტი პოლიციელი იყო გაგზავნილი, სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ მიდინარეობს. როგორც პოლიცია აცხადებს, მათ ყველანაირი უფლება გააჩნიათ, რომ “გამოიძიონ და ამოიღონ შესაბამისი ჟურნალისტური მასალები”. შეგახსენებთ, Stand News მეორე მედია გახდა, რომელიც ხელისუფლების სამიზნე გახდა Apple Daily-ის შემდეგ, რომელიც ივნისში დაიხურა.

მეტი...

სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ

ეროვნული სატყეო სააგენტოს, გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლების ინიციატივით, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცათ. გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში – ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში, ჯამში 6 ოჯახს, სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით შეძენილი სათბობი შეშა,  სურსათ-სანოვაგე, ტკბილეული თავად გადასცეს. ერთ-ერთი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახი კიღურაძეების ოჯახია, რომლებსაც 4 შვილი ჰყავთ და ოჯახში არავინ მუშაობს. როგორც ოჯახის დიასახლისმა, ლელა კიღურაძემ გვითხრა, მისთვის 1 ლიტრი ზეთიც დიდი დახმარებაა. ლელა კიღურაძე: „მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 4 შვილი მყავს და არასდროს არავის გავხსენებივართ. არავისგან დახმარება არასდროს მიმიღია. ჩემთვის 1 ლიტრი ზეთიც საქმეა, როცა 4 შვილი…

მეტი...

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე იმსჯელებენ

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების საკითხს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს. მიმდინარე კვირას კი კიდევ ჩაინიშნება რიგგარეშე სხდომა, რომ საკანონმდებლო ორგანომ სამსახურის გაუქმება სამივე მოსმენით მოასწროს. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.  

მეტი...

„არ მაქვს არც ბერკეტი და არც ძალა, შევარიგო დაპირიპირებული ძალები“ – პრეზიდენტი შერიგების პროცესზე

საქართველოს პრეზიდენტმა, ე.წ. შერიგების პროცესთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართა.  როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია სივრცის შექმნა, სადაც ყველა შეძლებს ერთმანეთთან საუბარს.  მისი თქმით, ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია, ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი. „სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ეს პროცესი არ არის ადამიანების ერთმანეთთან შერიგების პროცესი, რაც მორალური კატეგორიაა. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან საუბრის დაწყებას იმ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია, რის გამოც ვართ დაპირისპირებულნი და გადამტერებულნი. ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავჯდეთ ერთად და განვიხილოთ…

მეტი...

დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ 2021 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. დავით ნარმანია  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული პროექტებზე, სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, კომუნალური სერვისის მიღების გამარტივებაზე, ტარიფებით სპეკულირებაზე, ტარიფების ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. პრეზენტაცია „მედიაცენტრ მთავარში“ 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი...

უკრაინული მხარე ითხოვს, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსული შეუშვან 

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ისევ ციხეში დაბრუნების მცდელობას უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არასათანადო ნაბიჯი იყო, რადგანაც მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაცია სჭირდება. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. უკრაინელი დიპლომატები საქართველოში აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, ასევე, მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან“, –  ვკითხულობთ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. უკრაინული მხარე ითხოვს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის სანახავად უკრაინის კონსული შეუშვან.  

მეტი...

თბილისის “ლოკომოტივი” დაშლის პირასაა – გემბლინგის ახალ რეგულაციებს პირველი მსხვერპლი ჰყავს

მთავრობის მიერ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრიდან სრულიად გარიყვის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად თბილისის “ლოკომოტივს” ფინანსურად უკვე ძალიან გაუჭირდა, დღეს კლუბის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ თბილისური გუნდი იძულებულია უღალატოს იმ მოდელს, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ფეხბურთელების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს: ,,მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში. ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება. ჩვენ ვადასტურებთ რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ,…

მეტი...

სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და კონსილიუმის წევრს, გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ

სახალხო დამცველის წარმომადგენელს, საბა ბრაჭულს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლისა და მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან გასაუბრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ასევე ჰოსპიტალთან იმყოფება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ,,სახალხო დამცველს პატიმრის მონახულების უფლება დაბრკოლებების გარეშე, ნებისმიერ დროს აქვს.” “იმედს ვიტოვებ, რომ ეს გაუგებრობაა. ჩვენ გვინდა მორიგე ექიმთან გასაუბრება, ვინც ზედამხედველობს პაციენტის მდგომარეობას ამჟამად. იმედია, გაირკვევა ეს საკითხი. სახალხო დამცველის რწმუნებულს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად შევიდეს ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც არის ადამიანი, პატიმარი სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს ქვეშ. შესაბამისად, მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის უბრალოდ…

მეტი...

თინა ბოკუჩავას სააკაშვილის წერილის წაკითხვისას ,,ოცნების” დეპუტატებმა მიკროფონი გაუთიშეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელზეც დეპუტატები სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკითხს განიხილავდნენ, “ოცნების” წევრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა, თუმცა ამან დეპუტატები გააღიზიანა, რის შედეგადაც მას მიკროფონი გამოურთეს. შეგახსენებთ, დღეს, 27 დეკემბერს, ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა. როგორც ირკვევა, “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.    

მეტი...

,,ვიდრე მოგვიწევს, დავაინიციროთ ისევ დიდი აქცია – გვჭიდება ზუსტი პასუხი” – გოლეთიანმა მთავრობას მიმართა

მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი, მთავრობას მიმართავს და კონკრეტრულ პასუხს ითხოვს იმაზე აპირებს თუ არა კომპანია ,,ენკა” გასვლას ხეობიდან, რათა არ მოუწიოთ ისევ თავიდან დიდი აქციების დაანონსება. “ხელისუფლებას ვეუბნებით, დროზე გავერკვეთ რა ხდება ხეობაში, თუ ,,ენკას” წარმომადგენლები ხეობაში რჩებიან რა საკვირველია, შთაბეჭდილება გვრჩება რომ ჩვენი პროტესტი დაასუსტონ და დროში გაწელენ მთელი ეს პროცესი, რომ ძალა აღარ გვქონდეს და თუ გასვლას აპირებენ რატომ ჭიანურდება ეს პროცესი?… ჩვენ ვერ ვტოვებთ, რიონის ხეობაში კარვებს, რადგან უნდა ვნახოთ ჩვენი თვალით დემონტაჟისა და ,,ენკას” გასვლის პროცესი, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ავიღოთ კარვები და…

მეტი...

,,სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჩვენება კგბ-ს მეთოდებით შეაცვლევინეს” – დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჩვენება სუს-მა და პენიტენციურმა სამსახურმა შეაცვლევინეს. ,,პირდაპირ კგბ-ს მეთოდებით ადამიანი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება. ეს ადამიანი იმყოფებოდა აი, აქ, თქვენს წინაშე და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მას უკარნახა სუს-მა და უკარნახა პენიტენციურმა სამსახურმა. განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით იდგნენ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები და ასევე სუსის თანამშრომლები. განადგურებულია ადამიანი პრაქტიკულად, ამიტომ ეს არის რეალურად კიდევ ერთი მცდელობა წამების, გაგრძელდეს წამება, არაადამიანური მოპოყრობა, ღირსების შელახვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ასევე იმ ადამიანის მიმართ ვინც გაბედა და უთხრა ნიკა გვარამიას, რომ დიახ, ამ…

მეტი...

“როდესაც ძალადობენ, რომელ მკურნალობაზეა საუბარი… როგორც არასდროს, ისე სჭირდება მკურნალობა” – მელია სააკაშვილზე

“როდესაც მასზე ძალადობენ, რომელ მკურნალობაზეა საუბარი… როგორც არასდროს, ისე სჭირდება მას მკურნალობა” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის თავდჯომარე, ნიკა მელიამ, სააკაშვილზე. ,,დღეს დილით რაც იკადრა რეჟიმმა გორში, როდესაც სამარცხვინო მიზან-სცენა დაადგმევინეს გორის ჰოსპიტლის დირექტორს, საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი ხდებოდა. 37 წელს მეტი არაფერი კი არ ხდებოდა. მაგრამ როდესაც მედიის წარმომადგენლები მაინც არ მოეშვნენ ქალბატონს და კითხვა დაუსვეს, ქალბატონმა, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც იგივე გაიმეორა, რაც რამდენიმე საათით ადრე უთხრა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. ამ დროს, როდესაც მასზე ძალადობენ, როდესაც მასზე ძალადობს სამი ადამიანი, იმიტომ რომ მაჯიდან საათი მოხსნას, როდესაც მასზე ტერორს ახორციელებენ,…

მეტი...

,,დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს” – ნიკა მელია

ნიკანორ  მელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ  ფაქტს, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მორიგ ძალადობრივ მცდელობას და ჰოსპიტალის ექიმების განცხადებას გამოეხმაურა: ,,უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა! დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი! რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!”  – წერს მელია.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან შესვლა იზღუდება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ მიხეილ სააკაშვილთან მნახველები ვერ შევლენ. გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, ვიზიტებისთვის შესვლის დრო იზღუდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის პროტესტი მოჰყვა, რომელიც აცხადებს, რომ პირადი ექიმი რას ნიშნავს, თუ იც პაციენტს ვერ ნახავს. „თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი. ეს კი, სრულიად ახალი რაღაცაა“ – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ ყიფშიძემ. მიხეილ სააკაშვილთან შესვლა დღეში მხოლოდ 2…

მეტი...

„უკრაინა და დასავლეთი სწორედ ამ დროს უნდა დაბობმო“ – ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ  31 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე უკრაინა და დასავლეთ ევროპა უნდა დაიბომბოს. „გამთენიის, 4-5 საათი რომ იქნება, 1-ელ იანვარს, მაშინ უნდა დაიწყო დაბომბვა. ამ დროს ყველა სახლშია და თითქმის ყველა ნასვამი. სელექციაა საჭირო, ისინი უნდა დახოცო, ვინც დასასჯელია. მე ახლა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ვიყო სწორედ ასე მოვიქცეოდი.“, – აღნიშნა ჟირინოვსკიმ. ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ჟირინოვსკის აზრით, მესამე მსოფლიო ომი 2027 წელს დაიწყება.

მეტი...

„ნუ ბლატაობ“ – ქუჩური გარჩევები საქართველოს პარლამენტში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ახალი კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხმაურის მიზეზი აღმოჩნდა. კერძოდ, სხდომაზე, რომელსაც არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ვითარება არაერთხელ დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება ძირითადად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორს შორის ისმოდა. უმრავლესობისთვის  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებები ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. „ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დავარქვათ თქვენს გადაწყვეტილებებს სახელი, მოსახლეობამ დაინახოს თქვენ რა გქვიათ – თქვენ ახლა ყველა ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები – გივი, ალუდა და ა.შ“, – აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა,…

მეტი...

სემეკმა 6 კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000-5000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000-5-000 ლარით, 6 კომპანია დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიების მიერ  რეგულაციების დარღვევა, კერძოდ, კომპანიებმა სემეკში, სრულყოფილად არ წარმოდგინეს წლიური ფინანსური ანგარიშგებები და  აუდიტის ანგარიშები. 5  000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა შპს „ფერს“, შპს „სუპორჰესს“, შპს „ენერგიას“, შპს „ჯონოული 1“-ს, შპს „მაქსანია-2014“-ს, შპს „ჰიდროენერჯის“. ამასთან, კომპანიებს განემარტათ, რომ არაუგვიანეს 1 თებერვლამდე ფინანსური ანგარიშგების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს მათთან მიმართებით საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე.

მეტი...

„ნიკა გვარამიამ შემიყვანა შეცდომაში“ – გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, რამდენიმე წუთის წინ ჰოსპიტლის დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გამოვიდა. როგორც ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ განმარტა, მის გვერდით მდგომი მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში იყო ამიტომ, მის ნაცვლად, თავად წაიკითხა წერილი, რომელიც გოგორიშვილს უნდა ეთქვა. „მოგახსენებთ, რომ დრეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით,…

მეტი...

„სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი… მინიმუმ, უნდა გეთქვათ, რომ ლონდა აზრი არ აქვს“ – ლონდა თოლორაია

ხმაურით მიმდინარეობდა პარლამენტის კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს იხილავდნენ და რომელსაც თავად დეკრეტში მყოფი სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაიაც ესწრებოდა. მან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ მამაკაცებს ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ გამბედაობა არც ერთს აღმოაჩნდა. „გახსენდებათ რეფორმა, რომელიც ეხებოდა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტრომ გაიგო ბოლოს? გახსენდებათ ასეთი პრეცედენტი? 15 წელია ვმუშაობ საჯარო სამსახურში და არ მახსენდება პრეცედენტი გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელშიც მე ვმუშაობდი და რომელსაც ეს რეფორმა ეხებოდა. მაინტერესებს, რატომ არ იყო ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამხელა რეფორმაში და რატომ ვიგებ ამ ყველაფერს წინასაახალწლოდ? რატომ…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში ჯანმრთელობის სტაბილიზაციამდე დარჩება

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერასთან დაკავშირებით მედიასთან ოფიციალური განცხადება გააკეთა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი განმარტავს, სააკაშვილი ჰოსპიტალში დროებით დარჩება. „ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გამოტანილ იქნა სათანადო დიაგნოზი, მიმდინარეობდა მკურნალობა, მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური. ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ და ამბულატორიულ ზედამხედველობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, მისი ინფორმირების შემდეგ, პაციენტი დაიძაბა, აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც იგი იყო დატოვებული ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობის სტაბილიზაციამდე“ – განმარტა ჰოსპიტალის დირექტორმა.  

მეტი...

„ფსიქოემოციური სტრესი, ჰიპერვენტილაციური კრიზისი, ღებინება, მეხსიერების ჩავარდნა“ – გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის  მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილის ოქმის მიხედვით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს  პოსტრავმული აშლილობა აღენიშნება, ასევე სახეზეა ფსიქოემოციური სტრესი, ჰიპერვენტილაციური კრიზისი, ღებინება, მეხსიერების ჩავარდნა და მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლებაზე. ოქმში, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა, ვკითხულობთ: ·         ბოლო ერთი კვირა ანალიზები სტაბილური იყო და ნორმაში – ვეთანხმები, ხელმოწერა მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი; ფსიქიატრიული მდგომარეობა სტაბილური იყო ჩემი დაკვირვების, მაგრამ ფსიქიატრის გარეშე ხორციელდებოდა ეს დაკვირვება – ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი; კონსილიუმმა იცოდა რომ გაწერას ვაპირებდი და თანახმა იყო – ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი; სახელმწიფო…

მეტი...

მომავალ წელს ზრდასრულთა 70% აცრილი უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტის  ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2022 წელს, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. „ჩვენ, სამწუხაროდ, წელს დასახული გეგმა ვერ შევასრულეთ. ახლა ხდება ახლა იწერება გეგმის განახლება, რომლის მიხედვითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის  70%-ზე ასვლა. ყველაზე მთავარია, 60 წლის ზემოთ გვქონდეს 90%-იანი მოცვა, შემდეგ 50-დან 60-მდე 80%-იანი და შემდგომ უფრო დაბალი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.  

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირველი მარტიდან გაუქმდება

2022 წლის 1-ელი მარტიდან დაკავებული თანამდებობიდან გა თავისუფლდება სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი  მოადგილეები. სწორედ პირველი მარტიდან უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. დაკავებული პოზიციების დატოვება ყველა თანამშრომელს მოუწევს. კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, ვკითხულობთ, რომ მათ არ ექნებათ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის უფლება. გათავისუფლებულები მხოლოდ რეზერვში ჩაირიცხონ.

მეტი...

მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვერ დარჩება გორის ჰოსპიტალში, რადგანაც მისი მკურნალობა დასრულდა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან  მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოხდება. როგორც მინისტრი განმარტავს, სააკაშვილის მკურნალობის პროცესი დასრულებულია. „მკურნალობა დასრულდა და ის გაწერეს საავადმყოფოდან. პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც დასრულებულია მკურნალობა“ – აცხადებს მინისტრი. მას შეფასება წუხელ მომხდარ ინცინდენტზეც გააკეთა და განმარტა, რომ სააკაშვილი არ დაემორჩილა ბადრაგს. „მას გაეწია  სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი…

მეტი...

თუ მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობაზე გადავა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც მინისტრი განმარტავს, თუ ის შიმშილობას ისევ დაიწყებს, სამკურნალოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში დააბრუნებენ. „ყველა პატიმართან მიმართებაში ასე ხდება, რომ თუ კი შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემა შეიქმნას, არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება. ის გადაგვყავს პატიმარი. სააკაშვილიც, წინა შემთხვევის მსგავსად მე-18 დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. წინა გადაყვანისას საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია გლდანის ჰოსპიტალში და ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებაში ვრცელდება. კანონის წინაშე გამონაკლისი არ არის“, – აცხადებს მინისტრი.  

მეტი...

„ვმუშაობთ კლუბებთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს“ – გიორგი ღიბრაძე

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ კლუბებთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება“ –  ამის შესახებ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს. „ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსესუსამდე მივაღწიოთ. სამუშაოები აქამდეც იყო, თუმცა იცით ვირუსის განვითარების დინამიკა და ხალი გარემოებები. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

200 ლარიანი წახალისების პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200 ლარიანი წახალისების პროგრამა იანვრის თვეშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს. „საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200 ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და აქამდე თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ წახალისებას, იანვრის თვიდან უკვე, აცრის შემთხვევაში 50 წელზე ზემოთ პირები მიიღებენ წახალისებას“,- განაცხადა გიორგი ღი

მეტი...

“ოცნება” აღიარებს, რომ ბიუროს სხდომა შეგნებულად ჩააგდო

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა ოპოზიციის საპასუხოდ, შეგნებულად ჩააგდეს. ბიუროზე “ლელოს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი უნდა დაერეგისტრირებინა. “სწორედ იმის გამო, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო, ჩვენც ამას დავუპირისპირეთ ჩვენი ის მოქმედება, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის რაიმე განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას შეგნებულადაც, ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო”, – განაცხადა მდინარაძემ. ამ წუთებში ინსპექტორის სამასახურის შესახებ კანონპროექტს კომიტეტი განიხილავს, ასევე პარლამენტშია ლონდა თოლორაიაც, რომელმაც ამ ყველაფერს ,,დამოკიდებელი ინსტიტუტის მიმართ შტურმი და შურისძიება” უწოდა.

მეტი...

,,ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიდის მაქსიმალურ დარღვევებსა და წნეხზე” – ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, განაცხადა, რომ  “ნათელია, ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენს, რომ მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფონ მიხეილ სააკაშვილი”. ადვოკატი ამბობს, რომ გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალი ადვოკატებმა 6 საათისთვის დატოვეს, მისი თქმით, გამოსვლისას რამდენიმე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი შენიშნეს, რომლებიც დაწესებულებისკენ მიემართებოდნენ და ეს საეჭვოდ მოეჩვენათ. თუმცა ვერ წარმოიდგენდნენ, რომ რუსთავის ციხეში მომხდარი ინციდენტის გამეორება იგეგმებოდა. ,,ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, ცენტრ “ემპათიას” დასკვნა და ​ამ დროს ასე პარტიზანულად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებების, შეტყობინებების, მომზადების გარეშე მსგავსი გადაწყველტილების მიღება არის აი იმ უმძიმესი მოპყრობის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი…

მეტი...

*303#-ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გადასახადის გადამოწმება მობილურზე

საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. *303#- ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია. *303#-ის ახალი ფუნქციის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომუნალურ კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება. *303#-ით სარგებლობა შეუძლიათ „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით – „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების…

მეტი...