“როდესაც ძალადობენ, რომელ მკურნალობაზეა საუბარი… როგორც არასდროს, ისე სჭირდება მკურნალობა” – მელია სააკაშვილზე

“როდესაც მასზე ძალადობენ, რომელ მკურნალობაზეა საუბარი… როგორც არასდროს, ისე სჭირდება მას მკურნალობა” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის თავდჯომარე, ნიკა მელიამ, სააკაშვილზე.

,,დღეს დილით რაც იკადრა რეჟიმმა გორში, როდესაც სამარცხვინო მიზან-სცენა დაადგმევინეს გორის ჰოსპიტლის დირექტორს, საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი ხდებოდა. 37 წელს მეტი არაფერი კი არ ხდებოდა. მაგრამ როდესაც მედიის წარმომადგენლები მაინც არ მოეშვნენ ქალბატონს და კითხვა დაუსვეს, ქალბატონმა, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც იგივე გაიმეორა, რაც რამდენიმე საათით ადრე უთხრა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. ამ დროს, როდესაც მასზე ძალადობენ, როდესაც მასზე ძალადობს სამი ადამიანი, იმიტომ რომ მაჯიდან საათი მოხსნას, როდესაც მასზე ტერორს ახორციელებენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, რომელ მკურნალობაზეა საუბარი.

როგორც არასოდეს, მიხეილ სააკაშვილი ახლა საჭიროებს მკურნალობას. ვინმე თუ იყო სკეპტიკურად განწყობილი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მივმართეთ აქ 200-მა ადამიანმა უკიდურეს ფორმას პროტესტის ახლა კიდევ უფრო კარგად დარწმუნებოდა და გაიგებდა, იმიტომ რომ ამ რეჟიმთან უკიდურესი პროტესტით არის ბრძოლა აუცილებელი, “- აღნიშნავს მელია.

მსგავსი თემები