„ფსიქოემოციური სტრესი, ჰიპერვენტილაციური კრიზისი, ღებინება, მეხსიერების ჩავარდნა“ – გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის  მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილის ოქმის მიხედვით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს  პოსტრავმული აშლილობა აღენიშნება, ასევე სახეზეა ფსიქოემოციური სტრესი, ჰიპერვენტილაციური კრიზისი, ღებინება, მეხსიერების ჩავარდნა და მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლებაზე.

ოქმში, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა, ვკითხულობთ:

·         ბოლო ერთი კვირა ანალიზები სტაბილური იყო და ნორმაში – ვეთანხმები, ხელმოწერა მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი;

ფსიქიატრიული მდგომარეობა სტაბილური იყო ჩემი დაკვირვების, მაგრამ ფსიქიატრის გარეშე ხორციელდებოდა ეს დაკვირვება – ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;

კონსილიუმმა იცოდა რომ გაწერას ვაპირებდი და თანახმა იყო – ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;

სახელმწიფო კონსილიუმის ნევროლოგი არ მოვიდა, ალექსანდრე ცისკარიძე, მიზეზი, არ ჩამოვიდა სახალხო დამცველის საექსპერტო ჯგუფის ნევროლოგი ცერცვაძე, რომელმაც ინტერესთა კონფლიქტის გამო უარი თქვა – ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი ;

სახელმწიფო კონსილიუმი არ იყო ინფორმირებული იმაზე, რომ ფორმა 100 შევავსე და გადაყვანის გადაწყვეტილება იყო მიღებული – ვეთანხმები ნინო გოგორიშვილი;

ახლანდელი მდგომარეობა – ფსიქოემოციური სტრესი, ჰიპერვენტილაციური კრიზისი, ღებინება, მეხსიერების ჩავარდნა, ყველაფერი ეს გამოწვეულია სტრესით – ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;

პაციენტი აღარ ითვლება გაწერილად, გუშინ 19:00 წუთზე გაიხსნა ხელახლა ავადმყოფობის ისტორია, დირექტორმა გუშინვე გააკეთა საჯარო განცხადება, ჩაწერა რამდენიმე მედიამ, როგორც დასტურდება, ერთ-ერთი მათ შორის ნამდვილად იყო შსს-ს პრესსამსახური და უნდა გადაეცა სხვებისთვის, მაგრამ გაურკვეველია რატომ არ იქნა გამოქვეყნებული – ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი;

პირველი შევიდა მკურნალი ექიმი გოგორიშვილი და განუცხადა, რომ გაწერეს, შემდეგ შევიდა ორი შავფორმიანი და უარის მიუხედავად დაუწყეს იძულებით გაყვანა, იყო შეხლა-შემოხლა, კრიზისი ჰქონდა და დააბრუნეს საწოლში, წნევა 180 110-ზე, პულსი 140, მიიღო ორი “კაპტოპრილი” და ერთი “ბატილადგზოკი” – ვეთანხმები, ნინო გოგორიშვილი”.

 

მსგავსი თემები