2022 წლის 1-ელი მარტიდან დაკავებული თანამდებობიდან გა თავისუფლდება სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სწორედ პირველი მარტიდან უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
დაკავებული პოზიციების დატოვება ყველა თანამშრომელს მოუწევს. კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, ვკითხულობთ, რომ მათ არ ექნებათ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის უფლება. გათავისუფლებულები მხოლოდ რეზერვში ჩაირიცხონ.