“არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს”- კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

„მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს, – ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელი ამბობს, რომ  ყოველთვის იდგა და მუდამ იდგება იქ სადაც საქართველოა. აქვე წერს, რომ არ სურს მისი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს.

“ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს! არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო”, – წერს კვარაცხელია.

 

მსგავსი თემები