მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში ჯანმრთელობის სტაბილიზაციამდე დარჩება

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერასთან დაკავშირებით მედიასთან ოფიციალური განცხადება გააკეთა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი განმარტავს, სააკაშვილი ჰოსპიტალში დროებით დარჩება.

„ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გამოტანილ იქნა სათანადო დიაგნოზი, მიმდინარეობდა მკურნალობა, მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური. ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ და ამბულატორიულ ზედამხედველობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, მისი ინფორმირების შემდეგ, პაციენტი დაიძაბა, აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც იგი იყო დატოვებული ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობის სტაბილიზაციამდე“ – განმარტა ჰოსპიტალის დირექტორმა.

 

მსგავსი თემები