“ოცნება” აღიარებს, რომ ბიუროს სხდომა შეგნებულად ჩააგდო

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა ოპოზიციის საპასუხოდ, შეგნებულად ჩააგდეს. ბიუროზე “ლელოს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი უნდა დაერეგისტრირებინა.

“სწორედ იმის გამო, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო, ჩვენც ამას დავუპირისპირეთ ჩვენი ის მოქმედება, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის რაიმე განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას შეგნებულადაც, ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამ წუთებში ინსპექტორის სამასახურის შესახებ კანონპროექტს კომიტეტი განიხილავს, ასევე პარლამენტშია ლონდა თოლორაიაც, რომელმაც ამ ყველაფერს ,,დამოკიდებელი ინსტიტუტის მიმართ შტურმი და შურისძიება” უწოდა.

მსგავსი თემები