სემეკმა 6 კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000-5000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000-5-000 ლარით, 6 კომპანია დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიების მიერ  რეგულაციების დარღვევა, კერძოდ, კომპანიებმა სემეკში, სრულყოფილად არ წარმოდგინეს წლიური ფინანსური ანგარიშგებები და  აუდიტის ანგარიშები.

5  000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა შპს „ფერს“, შპს „სუპორჰესს“, შპს „ენერგიას“, შპს „ჯონოული 1“-ს, შპს „მაქსანია-2014“-ს, შპს „ჰიდროენერჯის“. ამასთან, კომპანიებს განემარტათ, რომ არაუგვიანეს 1 თებერვლამდე ფინანსური ანგარიშგების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს მათთან მიმართებით საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე.

მსგავსი თემები