ვირუსით 51 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავობაში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა – 222, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 114, შიდა ქართლი – 97, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი –135, მცხეთა-მთიანეთი –49, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

მეტი...

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტო სფინანსური მხარდაჭერით შექმნა. კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სრული ინვესტიცია 7 მლნ ლარი განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 ლარი კი, გრანტი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10,000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ მაღალი ხარისხის ნედლულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას. 10,000 ტონა ნედლეული – არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი „ფოთის მარცვლეულის ტერინალმა“ უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის…

მეტი...

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან 10 იანვრამდე, უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს. რაც შეეხება საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისს, აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, “112”-ის საჯარიმო სადგომზე, თბილისში (მისამართი: დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა, ყოფილი დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია.)

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდეს, რაც სხვა პატიმრებთან მიმართებით უკეთეს მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს.   როგორც კობახიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ,,ჭირვეულობს”, მაგრამ კანონი ყველა ნაწილში უნდა აღსრულდეს. “მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, მას უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე სხვა პატიმრები, ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა. მე მგონი ეს ასე არ უნდა იყოს ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ არ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა…

მეტი...

რუსთავის ციხეში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. რუსთავში უკვე სამართალდამცავების მაქსიმალური მობილიზაცია ფიქსირდება. ციხის ეზოში ცოტა ხნის წინ პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ტერიტორიაზე ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფი და წყლის ჭავლის მანქანა. მესამე პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ნფორმაცია ადვოკატებს არც ამჯერად მიაწოდეს. უფლებადამცველებს ამ დრომდე არ ეძლევათ მესამე პრეზიდენტის ციხეში მისი მონახულების საშუალება. ნიკა გვარამია სააკაშილთან შესახვედრად რუსთავში გვიან ღამით ჩავიდა, რამდენიმე საათი ალოდინეს, მაგრამ პატიმრის ნახვის უფლება მაინც არ მისცეს. მიხეილ სააკაშილის ადვოკატებს, თანაგუნდელებსა და სამქალაქო აქტივისტებს სურთ, გაიგონ როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე დღის…

მეტი...

ქობულეთი-ბათუმის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.  ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2 ადამიანი, ასევე არიან დაშავებულებიც. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს

წუხელ, გვიან ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მესამე პrეზიდენტის ეტაპირებამდე კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს და რუსთავის ციხის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. გვიან, ადგილზე მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მისი ადვოკატები. მიხეილ სააკაშვილს ეტაპირებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება.

მეტი...

„ეს ყველაფერი ვიდეოდან გავიგე“ – სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე 

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, გადაცემა „დროებაში“, მიხეილ სააკაშვილზე და მის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც სანდრა რულოვსი ამბობს, მის ყოფილ მეუღლესა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო. „ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა იმას არ ნიშნავდა ეს ფაქტი, რომ ჩვენ ცუდი უერთიერთობა გვქონდა. ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. მე და მიხეილს შორის წარუშლელი კავშირია. ის კი რაც ვიდეოდან გავიგე რეალობაა და ამასთან შეგუება მომიწია. თუმცა რაც იქამდე იყო, დიდებულად მახსენდება. ჩვენი წყვილი საქართველოს პოზიტიურ პერიოდთან არის დაკავშირებული. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით.“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მეტი...

“ელექტროენერგიის მოხმარებული საფასური არა ხოლოდ სვანეთის მოსახლეობამ, არამედ, ყველამ უნდა გადაიხადოს“ – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სვანეთში მიმდინარე ელექტროენერგიის მოხმარების სიხშირეზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „90-იანი წლების შემდეგ, სვანეთის მოსახლეობა, შეთანხმების შედეგად, ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების საფასურს არ იხდიდა. ამავდროულად, დღევანდელი მონაცემებით მესტიის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მგვტ-ს აღწევს, რაც ჯამურად აღემატება სამი მეზობელი მუნიციპალიტეტის: ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“. ჟურნალისტის კითხვას უნდა გადაიხადოს თუ არა სვანეთის მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასური, დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. „გამომდინარე სვანეთის ტურისტული ზონის სტატუსისა, აქ ბევრ ობიექტს ელექტროენერგია განსაკუთრებულად…

მეტი...

,,მწოლიარე მდგომარეობაში 6 კაცი თავზე დაახტა” – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გაიხსენა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საკნად გადაკეთებულ პალატაში როგორ შევიდა 6 პირიდა სააკაშვილზე იძალადეს. ,,დეტალურად, ადამიანმა როდესაც მოყვა, რომ მწოლიარე მდგომარეობაში 6 კაცი თავზე დაახტა, ჯანმრთელობის ამ მდგომარეობაში ადამიანს უკვე საათის ეპიზოდზე და უთხრეს, რომ უნდა მოეხსნათ ეს საათი. წარმოიდგინეთ, ადამიანი როდესაც წევს და 6 ადამიანი შევა და მუქარით ელაპარაკებიან, მოიხსენი საათიო. აბა სცადეთო, მე ვუთხარიო, ვერ მივხვდი ასეთი აგრესიით რატომ შემოვარდნენო და მაშინ თქვეს, რამდენს ბედავს, დაადე ეს ბორკილებიო და ხელების გაკავება და ჭიდაობა. ჯერ ერთი, ითხოვს ამ კადრების გამოქვეყნებას, არ იცის უკვე რა სამსახურს…

მეტი...

კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს ახალი წინადადებით მიმართავს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს ახალი წინადადება შესთავაზა, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ინსპექტორის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ და ახლადშექმნილ 2 ინსტიტუტში გადანაწილდებიან. “გთავაზობთ ასეთ რამეს, რომ ავტომატურად, კანონის ძალით, საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს საკუთარი პოზიცია და ისინი შესაბამისად წარმოდგენილი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული”,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივის შესახებ ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა.  ცნობილია, რომ “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.  

მეტი...

ჟინვალში ავარიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ჟინვალში მომხდარი ტრაგიკული ავარიას, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა კიდევ ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი შეეწირა. გარდაცვლილი ერთ-ერთი დაშავებული მგზავრია რომელიც კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა. ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 5 მგზავრი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეებიც არიან. არსებული ინფორმაციით ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა წყალსაცავში გადავარდა. ამ წუთებში დაშავებულები ადგილობრივი კლინიკებიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ, ფაქტზე დაწყებულია გამოძება.

მეტი...

31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოდანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, ხოლო ჯავახიშვილის, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის, ინაშვილის, მესხიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, გია ჭანტურიას, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე, რუსთაველის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა უცვლელი დარჩება. თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება ასევე, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან. მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები…

მეტი...

“ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ” – ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ

გორის სახმედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა, როგორც ჩანს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ხერხეულიძემ  გამოსვლის შემდეგ, მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მოკლედ განაცხადა: “არ შემიძლია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ”. ასევე უკომენტაროდ დატოვა სამხედრო ჰოსპიტალი  უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელემა. სააკაშილის მდგომარეობის შესახებ განმარტება არც თავად სამხედრო ჰოსპიტალს გაუკეთებია. ასევე კვლავ უცნობია, ვინ იქნება მესამე პრეზიდენტის ახალი მკურნალი ექიმი.  

მეტი...

პარლამენტის სასახლეში „მზის შვილების“ ბენეფიციარების მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

პარლამენტის სასახლეში არსამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“  ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. „წინასაახალწლოდ, საქართველოს პარლამენტში, ორგანიზაცია „მზის შვილების“ მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა უკვე ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. სასურველია თუ მსგავსი ღონისძიებები სხვა დროსაც გაიმართება, რადგან აქსესუარების და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაციის ბენეფიციარების საჭიროებებს ხმარდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის წევრის, რიმა ბერაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო აქსესუარების დამზადებაში „მზის შვილების“ ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულები და ხელნაკეთი ნივთები…

მეტი...

,,არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სავაჭრო მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია” – ლევან დავითაშვილი

„ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობდა პარტნიორებთან გაერთიანებული საამიროებში იმისთვის, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულიყო. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ხანში მოხდა შეთანხმება; როგორც წესი, ამას უფრო დიდი დრო სჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ უკვე შემდგომი პერიოდი იქნება შედეგიანი. არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ცენტრი ეკონომიკური ინოვაციების, სავაჭრო ურთიერთობების. ჩვენ გვაქვს ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, გახსნილი სავაჭრო პოლიტიკა, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან კიდევ 2 მოშიმშილე გახდა ცუდად

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან კიდევ 2 მოშიმშილე ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.  ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პროტესტის მე-9 დღეს შიმშილობის შეწყვეტა 4 ადამიანს მოუწია. პარტიის ოფისთან 12 კარავია გაშლილი, სადაც 200-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

მეტი...

როგორ ამოვიცნოთ ყალბი კუპიურები – თბილისში ყალბი 100 ლარიანები ვრცელდება

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საახალწლო სოფლებში (მაღაზიებში) ბევრი გამყიდველი გახდა ყალბი კუპიურების მსხვერპლი. გამომდინარე აქედან, გთავაზობთ “საქართველოს ეროვნული ბანკის” ინსტრუქციას, თუ როგორ შევძლოთ ნამდვილი და ყალბი კუპიურის გარჩევა: 5 ლარიანი, ძირითადი ფერი – ყავისფერი ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით “ივანე ჯავახიშვილი 1876–1940”; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა;  ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ხუთი ლარი”, “FIVE LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2017“, სერიული ნომერი, რომელიც შედგება…

მეტი...

,,დათქმებს რომ აკეთებენ, მიშა გამოუშვან და შევურიგდებითო, არავის არ სჭირდება ბოროტებასთან შერიგება” – მდინარაძე

,,ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ შერიგების პროცესს ოპონენტების პირობები და ინტერესები აფერხებს. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოზციის ულტიმატები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. “საუბარია ეროვნულ თანხმობაზე, სადაც მოიაზრება ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება საკამათოც კი არ იყოს. შეიძლება იყოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული, ოკუპაციის თემასთან, დე ოკუპაციის მიზნებთან დაკავშირებული და ა.შ. რომელზეც მართლაც შესაძლებელია ეროვნული თანხმობა და ამაზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრეთ. მაგრამ, იქ რაღაც დათქმებს რომ აკეთებენ, მიშა გამოუშვან და შევურიგდებითო, არავის არ სჭირდება ბოროტებასთან შერიგება და ამ საკითხს ჩვენ არ გადავხედავთ. მათ ულტიმატუმებს არ გავხდით შერიგების ან შეთანხმების სასპეკულაციოდ,“ –  განაცხადა…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ამავე ჰოსპიტალში მოათავსეს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი  ნინო გოგორიშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ექიმს გულის პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, რომ ნინო გოგორიშვილთან დაკავშირებით გაუგებრობა 2 დღის უკან შეიქმნა, როცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჰოსპიტლიდან ოქმი გამოიტანა, რომელსაც გოგორიშვილი აწერდა ხელს. ოქმის მიხედვით, გოგორიშვილი სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნას უჭერდა მხარს. მეორე დრეს კი საგანგებო განცხადება, ნინო გოგორიშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ გოგორიშვილი შეცდომაში შეიყვანეს და რაც გვარამიამ გაავრცელა. ნაწილობრივ სიცრუე იყო. როგორც ჰოსპიტლის დირექტორმა აღნიშნა, თავად გოგორიშვილი ფსიქოლოგიურად მძიმედ იყო და საუბარი არ შეეძლო.

მეტი...

ელექტროენერგიის საფასურს სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა დროს გადაიხდიან

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ კომპანიის მიერ გატარებული 2021 წელი სრულად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ დადგინა სპეციალური ვადები ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურის გადახდისათვის. „ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების საფასურის გადახდისათვის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა გადასახდელი ვადები ექნებათ. მაგალითისთვის, პენსიონერები კალენდარული თვის 16 რიცხვამდე არიან ვალდებულნი საფასურის გადახდის. 22 რიცხვამდე კი გადაიხდიან ის პირები, რომლებიც სარგებლობენ სოციალურად დაუცველის ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით. საარსებო შემწეობის მიმღებნი ან რაიმე სოციალური პაკეტის მომხმარებელი პირებიც 22 რიცხვამდე გადაიხდიან საფასურს,“ სემეკის თავმჯდომარემ ელექტროენერგიის მრიცხველების წაკითხვის ახალი ერთიანი სისტემის დანერგვაც დააანონსა. „მრიცხველთა წაკითხვის ახალი ერთიანი სისტემა მოაწესრიგებს…

მეტი...

დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი სახელმწიფო სამსახურის გაუქმებას?!

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ბოლო რამდენიმე დღეა ხმაურისა და დაპირისპირების თემაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარ შეშფოთებას გამოხატავენ ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტს მოუწოდებენ, გადაწყვეტილება უკან წაიღონ. სამსახურის გაუქმებას მხარს არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უჭერს. პარალელურად, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიასთან კომენტერი გააკეთა და ანიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. „ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ვინც ამაზე გააკეთა კომენტარი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინასწარ შეუძლებელია იცოდეს. რით დაასაბუთა მისი ეს მოლოდინი?…

მეტი...

„გახადეთ პარლამენტის თავმჯდომარე თქვენს თავმჯდომარედ“ – შალვა პაპუაშვილი

„თუკი თქვენი სურვილი არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს თქვენი თავმჯდომარეც – გამოხატეთ ეს თქვენი სურვილით და გახადეთ პარლამენტის თავმჯდომარე თქვენი სურვილითაც, თქვენს თავმჯდომარედ. დააფიქსირეთ თქვენი ნება არა მხოლოდ სიტყვით არამედ, საქმით“, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს იმას, რომ რამენაირად შერჩევითი დამოკიდებულება იქნება. „ სამართლიანობა ეს არის მთავარი მიდგომა, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ახასიათებდეს, ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, რეგლამენტი კანონმდებლობა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს არის ჩვენი თამაშის წესები, რომელშიც ყველა უნდა მოვექცეთ და ამ კუთხით უნდა ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა…

მეტი...

ლონდა თოლორაიას განცხადებით მას „ბოტ-ტროლები“ სიბინძურით უტევენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მის წანააღმდეგ „ბოტები“ და „ტროლები“ აქტიურად მუშაობენ, როგორც მან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, მას ბინძური კამპანიით უტევენ. „მივაწოდე ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისი საქმიანობის მიმართულებით მუდმივად აწყდებოდა გარკვეულ დაბრკოლებებს. ვისაუბრეთ კონკრეტულ მაგალითებზე, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო, რომელსაც დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მიიღებენ. ჩემს წინააღმდეგ „ბოტ-ტროლების“ საშუალებით ძალიან ბინძური კამპანია არის დაწყებული… მე მათ მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ ეს საშინელი…

მეტი...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

საკანონმდებლო თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 1-მა დეპუტატმა მისცა. კენჭისყრის პროცედურის შემდეგ შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს, ოპოზიცია კი მატყუარას უწოდებს 

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს და ხელს უწვდის. ოპოზიცია კი მასთან თანამშრომლობას არ აპირებს და მატყუარას უწოდებს. „თუ თქვენი გულწრფელი სურვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყველას თავმჯდომარე იყოს, გულწრფელი იყავით მაშინაც, როდესაც  გადაწყვეტილებას მიიღებთ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ. თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ“ – მიმართა შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას. მან ოპოზიციას ხალხის არჩევანიც შეახსენე და აღნიშნა, რომ ოპოზიციასაც და პოზიციასაც მანდატს სწორედ ხალხი აძლევს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, სად შეიძლება ითანამშრომლოს ოპოზიციამ და უმრავლესობამ – დემოკრატია თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხალხი…

მეტი...

რა ნიშნულს მიაღწია სემეკის მიერ დარიცხულმა კომპენსაციებმა და გადასახადებზე ჩამოწერილმა თანხებმა?!

„მედიაცენტრ მთავარში“ დავით ნარმანიამ სემეკის მიერ, 2021 წელს ჩატარებული პროექტები შეაფასა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით გატარებულ სამუშაოებზე და კონკრეტული ციფრებიც წარმოგვიდგინა. “2021 წელს სემეკის მიერ, კომპენსაციების სახით, სულ 294 175 ლარი დაირიცხა. აქედან ელექტროენერგეტიკას 152 190 ლარი მიენიჭა, ბუნებრივ აირს 31 545, წყალმომარაგებას კი 110 440 . ამასთანავე, 2021 წელს გადასახადებზე ჩამოწერილი თანხის რაოდენობამ 3 559 459 ლარი შეადგინა. ელექტროენერგეტიკას 2 475 690 ლარი ჩამოეწერა, ბუნებრივ აირს 388 139 ლარი, წყალმომარაგებას 564 497 ლარი, ხოლო ხანდაზმულთა დავალიანება 131 133 ლარს შეადგენდა,…

მეტი...

ბიზნესსუბიექტებს თბილისის მერიისგან შეღავათების მისაღებად მიმართვის ვადა პირველ აპრილამდე აქვთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიზნესსუბიექტებს შეღავათების მისაღებად მიმართვის ვადა 2022 წლის პირველ აპრილამდე აქვთ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაამტკიცა. „არსებული პანდემიის პირობებში, ძალიან დაზარალდა ბიზნესსექტორი. ჩვენი მხრიდან, შესაძლებლობების ფარგლებში, არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება იყო გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ. საკრებულომ უკვე დაამტკიცა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. მინდა მივმართო იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც აღნიშნულ საშეღავათო პროგრამაში ხვდებიან. ესენი არიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც უნდა ჩამოვაწეროთ სანქცია-საურავები და გავათავისუფლოთ 2020-2021 წლის იჯარის გადასახადისგან. სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს…

მეტი...

CNN, Forbes, BBC, Traveller… – რას წერენ უცხოური გამოცემები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების მიზნით, მასშტაბურ პროექტებს განაგრძობს. ადმინისტრაციის ორგანიზებით,  ტურიზმის აღდგენის გეგმის მიხედვით,  2021 წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 28 საერთაშორისო პრეს და გაცნობითი ტური მოეწყო. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოპულარული უცხოური მედიის 150-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია. პრეს-ტურებში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა ქვეყნების ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და რედაქტორები მონაწილეობდნენ. გაიმართა 6 საერთაშორისო გაცნობითი ტური 60 ადამიანის შემადგენლობით. 2021 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადდა 20-ზე მეტი სტატია, ისეთ გამოცემებში, როგორიცაა The Guardian, CNN,…

მეტი...

,,ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2021 წელი შეაფასა და საკუთარ თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მუნიციპალიტეტის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წელს სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე წელი უწოდა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით უპასუხა. „დღეს ჩვენ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ბოლო სხდომას ვმართავთ 2021 წელს. რთულია, ორიოდე სიტყვით შევაჯამო ეს წელი. მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლობისთვის ის იყო ერთ-ერთი რთული, გამოწვევებით სავსე წელი, თუმცა, ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ამ ქალაქისთვის. უკვე მეორე წელია, რაც პანდემია მძვინვარებს და ბუნებრივია, ამან მსოფლიოს და მათ…

მეტი...

საახალწლო გალაკონცერტი – „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

კახა კალაძემ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, 31 დეკემბერს დაგეგმილ გალაკონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება. „კარზე მოგვადგა ახალი წელი და მინდა, გაგაცნოთ 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ეს ტელევიზიითაც გადაიცემა. გალაკონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორის არის საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც ასევე საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი“, –…

მეტი...

,,საათობრივი საფასურის გარეშე აქამდე მოქმედი 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი უცვლელი რჩება” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე პარკირების გადასახადთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია მტკიცება, რომ თითქოს 50- ლარიანი აბონემენტი ხდება 800 ლარი. „იმის მაგივრად, რომ ოპოზიციას კარგად წაეკითხა ჩვენ მიერ გაგზავნილი დოკუმენტი ან მოესმინა მერიის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისთვის და არ შეეყვანა ხალხი შეცდომაში, მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს 50 ლარის ნაცვლად პარკირება ხდება 800 ლარი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. როგორც იცით, გუშინ საკრებულოში განიხილეს ეს საკითხი და დაამტკიცეს კიდეც, კიდევ ერთხელ…

მეტი...

,,მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილია” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილი და კონკრეტული მედიასაშუალების მიერ წარმოებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებით გადაეცემა და ამ ვალდებულებაში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის ფართებით დაკმაყოფილება შედის. „საქმე ეხება თემას, რომელიც ქვეყანაში 30 წელია არსებობს და დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3 000 ოჯახი. ნამდვილად მეამაყება, რომ მე, ჩემს თანაგუნდელებთან, მთავრობის წევრებთან ერთად, ვარ ის ადამიანი,…

მეტი...

,,დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი” – კახა კალაძე

,,უპრეცედენტო მაჩვენებლებით წარმოდგენილი დედაქალაქის ბიუჯეტი არაერთი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამების ჯამი მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა. მილიარდ 305 მილიონი საბიუჯეტო ნაწილია, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრები 240მლნ ლარი. „შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას, ასევე, დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას. მადლობა თბილისის საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და აქვე გპირდებით, რომ მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ…

მეტი...

„დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, ე.წ. ,,დეზერტირების ბაზარში” მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პიროვნება უსახლკარო არ ყოფილა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილ პიროვნებას არ ჰქონდა სახლი და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა. „ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში…

მეტი...