,,სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჩვენება კგბ-ს მეთოდებით შეაცვლევინეს” – დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს ჩვენება სუს-მა და პენიტენციურმა სამსახურმა შეაცვლევინეს.

,,პირდაპირ კგბ-ს მეთოდებით ადამიანი გამოიყვანეს, შეაცვლევინეს ჩვენება. ეს ადამიანი იმყოფებოდა აი, აქ, თქვენს წინაშე და აკეთებდა იმ განცხადებას, რომელიც მას უკარნახა სუს-მა და უკარნახა პენიტენციურმა სამსახურმა. განცხადების გაკეთების დროს მის გვერდით იდგნენ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები და ასევე სუსის თანამშრომლები. განადგურებულია ადამიანი პრაქტიკულად, ამიტომ ეს არის რეალურად კიდევ ერთი მცდელობა წამების, გაგრძელდეს წამება, არაადამიანური მოპოყრობა, ღირსების შელახვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ასევე იმ ადამიანის მიმართ ვინც გაბედა და უთხრა ნიკა გვარამიას, რომ დიახ, ამ ადამიანის რეაბილიტაცია თავისუფლების და საზღვარგერთ კლინიკის გადაყვანის გარეშე არის შეუძლებელი”,- განაცხადა დეკანოიძემ.

სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, ექიმი გოგორიშვილის დაკითხვის ოქმი საჯაროდ წაიკითხა, რომელშიც ეწერა, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება დაუშვებელია და მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, თვაისუფლების პირობებეში უნდა მოხდეს.

 

მსგავსი თემები