მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვერ დარჩება გორის ჰოსპიტალში, რადგანაც მისი მკურნალობა დასრულდა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან  მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოხდება. როგორც მინისტრი განმარტავს, სააკაშვილის მკურნალობის პროცესი დასრულებულია.

„მკურნალობა დასრულდა და ის გაწერეს საავადმყოფოდან. პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც დასრულებულია მკურნალობა“ – აცხადებს მინისტრი.

მას შეფასება წუხელ მომხდარ ინცინდენტზეც გააკეთა და განმარტა, რომ სააკაშვილი არ დაემორჩილა ბადრაგს.

„მას გაეწია  სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“, – განმარტა მინისტრმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები