,,ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიდის მაქსიმალურ დარღვევებსა და წნეხზე” – ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, განაცხადა, რომ  “ნათელია, ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენს, რომ მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფონ მიხეილ სააკაშვილი”.

ადვოკატი ამბობს, რომ გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალი ადვოკატებმა 6 საათისთვის დატოვეს, მისი თქმით, გამოსვლისას რამდენიმე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი შენიშნეს, რომლებიც დაწესებულებისკენ მიემართებოდნენ და ეს საეჭვოდ მოეჩვენათ. თუმცა ვერ წარმოიდგენდნენ, რომ რუსთავის ციხეში მომხდარი ინციდენტის გამეორება იგეგმებოდა.

,,ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, ცენტრ “ემპათიას” დასკვნა და ​ამ დროს ასე პარტიზანულად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებების, შეტყობინებების, მომზადების გარეშე მსგავსი გადაწყველტილების მიღება არის აი იმ უმძიმესი მოპყრობის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს მას შემდეგ, რაც ის სამშობლოში დაბრუნდა…

ჩვენ მათ შევეკითხეთ, რომ ახალი წლის პერიოდში როგორ იქნებოდა შეხვედრების განრიგი და ამაზე პასუხისც არ გაგვცეს. ეს ყველაფერი ნიშნავს ერთადერთ რამეს. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიდის მაქსიმალურ დარღვევებსა და წნეხზე. როგორც ვთქვათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითხოვენ ახლა, მაშინ, როდესაც ეს ინსტიტუტი იძიებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული წამების მოპყრობის საქმეს. ხელისუფლება უკანონობას ამატებს უკანონობას, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სტრესის ქვეშ და ეს არის ფსიქოლოგიური ტერორის გაგრძელება”, – განაცხადა ბასილაიამ.

მსგავსი თემები