მიხეილ სააკაშვილთან შესვლა იზღუდება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ მიხეილ სააკაშვილთან მნახველები ვერ შევლენ. გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, ვიზიტებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის პროტესტი მოჰყვა, რომელიც აცხადებს, რომ პირადი ექიმი რას ნიშნავს, თუ იც პაციენტს ვერ ნახავს.

თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი. ეს კი, სრულიად ახალი რაღაცაა“ – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილთან შესვლა დღეში მხოლოდ 2 საათით იქნება შესაძლებელი. ეს საათებია 16:00-დან 18:00-მდე.

მსგავსი თემები