„ნუ ბლატაობ“ – ქუჩური გარჩევები საქართველოს პარლამენტში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ახალი კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხმაურის მიზეზი აღმოჩნდა. კერძოდ, სხდომაზე, რომელსაც არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ვითარება არაერთხელ დაიძაბა.

სიტყვიერი დაპირისპირება ძირითადად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორს შორის ისმოდა. უმრავლესობისთვის  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებები ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.

„ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დავარქვათ თქვენს გადაწყვეტილებებს სახელი, მოსახლეობამ დაინახოს თქვენ რა გქვიათ – თქვენ ახლა ყველა ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები – გივი, ალუდა და ა.შ“, – აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა, რასაც უმრავლესობოს მხრიდან პასუხი მოჰყვა.

„შეურაცხყოფას გვაყენებ, თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი… ნუ ბლატაობ“ –  ასე მიმართა ალუდა ღუდუშაურმა მარიკაშვილს.

„ბატონო ალუდა, დიდი ბოდიში, მაგრამ სიტყვა „ბლატაობა“ და ასეთი ტერმინოლოგია გამოიყენეთ ქუჩაში. ნუ ბედავთ და პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასეთ ტერმინოლოგიას ნუ იყენებთ“ – დაპირისპირებაში თინა ბოკუჩავაც ჩაერთო.

საბოლოოდ კი, მარიკაშვილს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს.

 

მსგავსი თემები