,,ვიდრე მოგვიწევს, დავაინიციროთ ისევ დიდი აქცია – გვჭიდება ზუსტი პასუხი” – გოლეთიანმა მთავრობას მიმართა

მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი, მთავრობას მიმართავს და კონკრეტრულ პასუხს ითხოვს იმაზე აპირებს თუ არა კომპანია ,,ენკა” გასვლას ხეობიდან, რათა არ მოუწიოთ ისევ თავიდან დიდი აქციების დაანონსება.

“ხელისუფლებას ვეუბნებით, დროზე გავერკვეთ რა ხდება ხეობაში, თუ ,,ენკას” წარმომადგენლები ხეობაში რჩებიან რა საკვირველია, შთაბეჭდილება გვრჩება რომ ჩვენი პროტესტი დაასუსტონ და დროში გაწელენ მთელი ეს პროცესი, რომ ძალა აღარ გვქონდეს და თუ გასვლას აპირებენ რატომ ჭიანურდება ეს პროცესი?… ჩვენ ვერ ვტოვებთ, რიონის ხეობაში კარვებს, რადგან უნდა ვნახოთ ჩვენი თვალით დემონტაჟისა და ,,ენკას” გასვლის პროცესი, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ავიღოთ კარვები და წავიდეთ სახლებში. სანამ ეს პროცესი ასე იქნება გაჭიანურებული, ბუნევრივია ჩვენც მოგვიწევს იგივე რეჟიმში პროტესტი. ვიდრე მოგვიწევს, დავაინიციროთ ისევ დიდი აქცია, გადავკეტოთ გზა და ა.შ, მთავრობას უნდა ჰქონდეს რეაგირება და გაგვცეს პასუხი რატომ ჭიანურდება ეს პროცესი, იყვნენ ადეკვატურები, რადგან ჩვენც გვქონდეს ადეკვატური დაგეგმვის შესაძლებლობა”,- განაცხადა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის კომპანია ,,ენკას” რიონის ხეობაში სამუშაოები შეწყვეტილი აქვს.

მსგავსი თემები