უკრაინული მხარე ითხოვს, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსული შეუშვან 

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ისევ ციხეში დაბრუნების მცდელობას უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არასათანადო ნაბიჯი იყო, რადგანაც მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაცია სჭირდება.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. უკრაინელი დიპლომატები საქართველოში აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, ასევე, მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან“, –  ვკითხულობთ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინული მხარე ითხოვს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის სანახავად უკრაინის კონსული შეუშვან.

 

მსგავსი თემები