პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე იმსჯელებენ

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების საკითხს განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს.

მიმდინარე კვირას კი კიდევ ჩაინიშნება რიგგარეშე სხდომა, რომ საკანონმდებლო ორგანომ სამსახურის გაუქმება სამივე მოსმენით მოასწროს.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

 

მსგავსი თემები