მოჭიდავეები პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოჭიდავეები: ნიკა ყორშია, ნუგზარ წურწუმია, ზაზა დათეშელი და ვარლამ კვარაცხელია დაკავებულები არიან. ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. შემთხვევა ხობში მოხდა, როცა პოლიციელებმა ახალგაზრდებს მანქანის არასწორად პარკირებისთვის შენიშვნა მისცეს.  

ოთხი ახალგაზრდა სამ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა  ხობის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც. მომხდარზე სამართალდამცველებმა ოთხივე მოჭიდავე დააკავეს. ისინი  არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ორი მოჭიდავე – ნიკა ყორშია და ნუგზარ წურწუმია ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, ზაზა დათეშელი და ვარლამ კვარაცხელია კი სს კანონმდებლობით, კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმისთვის.  

მსგავსი თემები