,,მთელი მისი გარემოცვა და ოჯახი მობილიზებულია სააკაშვილი იყოს ცუდად”- გია ვოლსკი

 

,,მთელი მისი გარემოცვა და მისი ოჯახი მობილიზებულია იმისთვის, რათა სააკაშვილი იყოს ცუდად,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სიტემა, სააკაშვილის ოპონენტები და  ციხის ადმინისტრაცია მობილიზებულები არიან იმისათვის, რომ სააკაშვილი იყოს კარგად.

,,მთავრობის მიმართ შეიძლება გააკეთო რაღაც დემარში, შენი პოზიცია გამოხატო, თუმცა ეს ისეთი ხისტი არ არის, როგორიც გაუხარდებოდა ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს. ამ თემაზე პასუხი არის ძალიან მკაფიო – პირველი, არ აქვს ხელისუფლებას არანაირი რესურსი და არც უნდა ჰქონდეს, რომ სასამართლოს მიუთითოს, რა გააკეთოს ნებისმიერი პოლიტიკური ვითარების შემთხვევაში და მეორე, როგორც ჯანდაცვის სიტემა, ისე ნებისმიერი სხვა, მის გარშემო, თუნდაც მისი ოპონენტები მობილიზებულები არიან იმისათვის, რომ სააკაშვილი იყოს კარგად, ადმინისტრაცია ციხის, მათ შორის, სამთავრობო სტრუქტურებიდან გამომდინარე. მთელი მისი გარემოცვა და მისი ოჯახი მობილიზებულია იმისთვის, რათა სააკაშვილი იყოს ცუდად. ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაცია”, – ამბობს გია ვოლსკი.

 

მსგავსი თემები