კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 224 აჭარაში, 84 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 224 აჭარაში, 84 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 807 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 568 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 264 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 404 023-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.44 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 665 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 374 753-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 224, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 45, შიდა ქართლი – 33, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65, კახეთი – 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი – 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 870, აჭარაში – 497, იმერეთში – 661.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 459, აჭარაში – 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 523- აჭარაში. 16 546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 54, ხოლო აჭარაში – 8. სულ 6 ოქტომბრიდან – 25 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 078, პირი, აჭარაში – 2 861, იმერეთში – 1 986“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები