„დეპუტატისთვის ხელის მოქნევა დასჯადი უნდა იყოს“ – ბადრი ჯაფარიძე

  •  

„ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე ინიციატივით გამოდის, რომ დეპუტატის მიმართ ხელის მოქნევა ან მსგავსი ქმედება დასჯადი იყოს. აღნიშნული ინიციატივა მან ბიუროს სხდომაზე დააყენა.

„ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა არის გაგრძელება იმის, რაც ხდებოდა ბიუროზე და პარლამენტის დარბაზში. მათ დაინახეს, რომ მისი კოლეგები თავს დაესხნენ ხატიას, შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დედის გინება. როცა გარეთ ასეთ რამეს ხედავენ ადამიანები, იმავეს გააკეთებენ. როგორც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანის მოსაზრებას, მისი შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. მათ შორის, ბიუროს ოთახშიც და პარლამენტის დარბაზშიც,“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით დეპუტატის დამცირება უნდა ისჯებოდეს.

„კოლეგაზე ხელის მოქნევა იმდაგვარად უნდა იყოს დასჯადი, რომ ის ადამიანი აღარ შემოდიოდეს ბიუროს ოთახში და არც პარლამენტის დარბაზში. გთავაზობთ, ასეთი სანქცია შემოვიღოთ. გარეთ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების, პატიების, შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ მაგალითს აგრესიის, თავდასხმის, შეუწყნარებლობის, განსხვავებული აზრის“ – აცხადებს ჯაფარიძე.

მსგავსი თემები