“ჩვენი ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, გთხოვთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია” – პრემიერი

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

ღარიბაშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ბოლო დროს ბევრი საუბარია, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოოთ, რომ ეპიდემია ეფექტიანად ვმართოთ. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოკდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქების გადასახდელი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას,  ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრფთხოა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მსგავსი თემები