„ასტრაზენეკაზე“ პორტალმა ისევ გაჭედა

  •  

ჯანდაცვის მინისტრს მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით პორტალზე ადგილები ამოწურულია, მაგრამ, რეალურად, ვაქცინა არსებობს და არ ამოწურულა. გაბუნია პირობას იძლევა, რომ ხარვეზი დილამდე გამოსწორდება.

„დონაციით მივიღეთ „ასტრაზენეკას“ დოზა. ასევე გვაქვს დოზები, რომელიც მიღებული გვქონდა “კოვაქსის” პლატფორმიდან. გარკვეული გადაწყობა მოგვიხდა ამ რეგისტრაციის ადგილების „ფაიზერის“ გაფართოებიდან გამომდინარე. ასე რომ, შესაძლოა ერთი-ორი დღე დასჭირდეს „ასტრაზენეკას“ გამოჩენას.“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა ხვალ დილამდე მოგვარდება“ – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე შეფასებით, „ასტრაზენეკას“ სულ მცირე, 119 ქვეყანაში იყენებენ.

„მას, სულ მცირე, 119 ქვეყანა იყენებს და არსად არ არის შეზღუდვა. რაც შეეხება მესამე “ბუსტერ” დოზას, ჯერჯერობით ჩვენი პროგრამა ამას არ ითვალისწინებს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

მსგავსი თემები