ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა

  •  

ძიუდოსტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში,  ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სულ 10 წუთამდე გაგრძელდა და საბოლოოდ იაპონელის გამარჯვებით დასრულდა.

ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. 

მსგავსი თემები