ავტოავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

დასავლეთ საქართველოში, ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანისა და ბენზომზიდის შეჯახების შედეგად 18 წლის გოგო გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა საჭეს მართავდა. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი და სამართალდამცავები იმყოფებიან.

მეტი...

პრეზიდენტს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა

სომხეთის პრეზიდენტი  არმენ სარქისიანი  კოვიდინფიცირებულია.  ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტს ვირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა. „არმენ სარქისიანი ახალ წელს ლონდონში ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდა. მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც წარმატებით დასრულდა.  პრეზიდენტს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები გამოუვლინდა. მისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო. სარქისიანი თვითიზოლაციაში იმყოფება“ –  აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მეტი...

„კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია… ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება“ – ირმა ინაშვილი

„დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში“ – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შევიდა.   ირმა ინაშვილის განცხადებით, გაყალბებულ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ არ შევა და ვინც შევიდა ისინი მხოლოდ პარტიის დამფინანსებლები იყვნენ.     „მინდა ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც მანკიერებაა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი…

მეტი...

რის მიხედვით შეარჩევენ ადამიანებს, რომლებსაც „კოვიდვაქცინა“ უფასოდ ჩაუტარდება?!

როგორც  თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, უკვე შერჩეულია ჯგუფები, ვისაც კორონავირუსზე ვაქცინა უფასოდ ჩაუტარდება. „ჩვენ ვართ იმ ქსელის ნაწილი, რომელიც ქვეყნებს ვაქცინით ამარაგებს. ამ ქსელს აქვს გარკვეული პირობები, პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ვინ უნდა იყოს პრიორიტეტი, ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია, ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ პრიოროტეტები. ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში პრიორიტეტია: ·        სამედიცინო დარგის წარმომადგენლები; ·        შემდეგ, 75 წელს გადაცილებული ადამიანები; ·        65 წელს გადაცილებულები; ·        ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები; ·        პაციენტები, რომლებიც არიან მოხუცთა სახლებსა და თავშესაფრეფში“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე თქმით,  სწორედ…

მეტი...

„უსიმპტომო ადამიანების რაოდენობა ძალიან ბევრია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„უსიმპტომო  ადამიანების რაოდენობა ძალიან ბევრია. ბოლო პერიოდში, „კოვიდ 19“-ის შემთხვევები ცოტა სწორედ იმიტომ იყო, რომ ტესტირების რაოდენობა იყო ცოტა, ამას არავინ მალავს“ – ეს განცხადება თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე თქმით, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ზომები გასამკაცრებელია.     „დღის განმავლობაში 500-600 ადამიანის დაჯარიმება ნიღბის არტარების გამო, ძალიან ცოტაა. გაცილებით ბევრი ადამიანია, რომელიც ნიღაბს არ ატარებს. გაცილებით მეტი სიმკაცრე და შემზღუდავი ღონისძიებებია საჭირო“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის ბრიტანული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი მუტირებული ვირუსის პირველი შემთხვევა Wadsworth-ის ლაბორატორიამ დაადასტურა. დაინფიცირებული სარატოგას ოლქის მკვიდრია და ცნობილია, რომ მას მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

მეტი...

„ალილოს“ მსვლელობა არ მოეწყობა

წელს, „ალილო“ სახეცვლილად ჩატარდება და ისეთი მასშტაბური და საზეიმო არ იქნება, როგორც ყოველ წელს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ხვალ, საშობაო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აღასრულებს. „მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება…

მეტი...

„ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება“ – მაია ბუწაშვილი კორნავირუსის ახალ შტამზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს თუ რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ: “კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია: ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე “ძველი” ვირუსით ინფიცირებულებს, PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ…

მეტი...

“პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე ფულიანი დეპუტატით პოლიტიკური რეალობა არ იცვლება” – ლევან ბეჟაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, ახლა ცდილობენ, გააყალბონ პოლიტიკური რეალობა პარლამენტში. „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე ფულიანი დეპუტატის შეყვანით ბუნებრივია, პოლიტიკური რეალობა არ იცვლება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა თემის კომენტირებისას. ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტი მაინც იქნება ერთპარტიული. „ოპოზიციური პარტიებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, რადგან პარლამენტში არშესვლა ეს არის ამომრჩევლის დაკვეთა. ამომრჩეველს მოპარეს არჩევნები, ამიტომ ამომრჩევლისათვის ამ უფლების დაკავება გადის პარლამენტში შესვლა-არშესვლის ზღვარზე. ჩვენი მოთხოვნები იქნება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი მონაწილეობა საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მეტი...

„დიახ, „ილოცეთ სახლში“, ისევ მნიშვნელოვანია“ – ივანე ჩხაიძე საშობაოდ ვირუსის გავრცელების რისკებზე

„კორონავირუსის ახალი შტამის არსებობა და უფრო სწრაფად გავრცელება მიუთითებს, რომ პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ“ – ეს განცხადება თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც პროფესორმა აღნიშნა, რეგულაციებისა და წესების დაცვა აუცილებელია, რომ საშობაოდ, ვირუსის მატება არ მოხდეს. „ნიღბის ტარება აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ახალი შტამის უფრო მეტი შემთხვევების დაფიქსირება ქვეყანაში პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ სადმე შემცირდა ღონისძიებების ინტენსივობა, ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.  ყველას გახსოვთ ალბათ, აღდგომასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაც იყო ქვეყანაში. შობისა და აღდგომის დროს…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია, ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასული” – ირაკლი კობახიძე

გვარამია, სააკაშვილი და მელია ელჩებს ღიად დაუპირისპრიდნენ, ისინი ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ისეთებიც, რომლებიც ანტიდასავლურ დამოკიდებულებას ღიად არ გამოხატავენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის აშკარად რადიკალური ფრთა და ანტიდასავლური ფრთა. ესენი არიან სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და იგივეა ნიკა მელიაც, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს და მათ წარმომადგებლებს. ანუ, იქაც არის გარკვეული ფრთა, რომელიც ღიად ანტიდასავლურია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არიან ადამიანები, ვინც არ არიან ღიად ანტიდასავლური და არც ანტიდასავლური. თქვენც ხომ იცით, ვინ უპირისპირდება ღიად დასავლურ ინსტიტუტებს და…

მეტი...

“1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება ამნისტიის კანონპროქტი” – ირაკლი კობახიძე

მომზადებული პროექტით, შეღავათები გავრცელდება ისეთ მსჯავრდებულებზე, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. დაჩქარებული წესით განხილულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი საბოლოოდ რამდენიმე დღეში დაამტკიცებს. ავტორებს აქვთ მოლოდინი, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ დაცული იქნება საზოგადოების უსაფრთხოებაც და ხელისუფლება გაითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპებს. “ახალი ინსტრუმენტი გამოიყენება მეორე მოსმენის ეტაპზე. ეს არის გარკვეული სასჯელების შემსუბუქება, ნაცვლად სასჯელის სრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. სიფრთხილით, მაგრამ მოხერხდა გარკვეული უბნები გვეპოვა, სადაც ეს შესაძლებელია, მაგალითად სადაც მძიმდება ქურდობის ნაწილში, ზიანის ანაზღაურების პირობით გავრცელდება ამნისტია. ასევე გვაქვს სიახლე 260-ე მუხლთან დაკავშირებით, ოდნავ მძიმე დანაშაულსაც შეიძლება შევეხოთ, მაგალითად ვინც მსჯავრს 260-მუხლის…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი პარლამენტში არ შემოვიდა ” – ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა პარლამენტში. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული. ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები კიდევ უფრო გამწვავდება რაც უფრო დრო გავა და საბოლოო ჯამში, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. „ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ანტიდასავლურები. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შესაბამის ფრთას. მნიშვნელოვანია,…

მეტი...

“ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას” – ფრიდონ ინჯია

პარლამენტის წევრი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – “ქართულ ოცნებას“ და “ნაციონალურ მოძრაობას“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი ამბობს, რომ ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ აზროვნებს და ვისაც მანდატი აქვს,  პარლამენტში უნდა იყოს.  “დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია, თითქოს, ხელს უწყობს მათ…

მეტი...

“მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობისთვის ბრძოლას” – დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანი, ავთანდილ ენუქიძე და გელა მიქაძე – ეს ადამიანები, უკვე ოპოზიციის სახელით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას.  ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, უკვე სამი ოპოზიციონერი დეპუტატი, პარლამენტში შესვლის მიზეზებს განმარტავს.  “საჭიროა ყველაფერი არგუმენტებზე აგებული იყოს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობისთვის ბრძოლას, ასევე არ მომწონს კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ ამის შეცვლას,” – აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი.

მეტი...

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ქვეყანაში დადასტურებული ახალი შტამი, ინტენსიური ტესტირებისა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში, ტესტირება მცირე რაოდენობით ჩატარდა, შემთხვევების გამოვლენაც იყო დაბალი და შესაბამისად, დღეს გამოვლენილი 2 316 შემთხვევა უკავშირდება იმ ინფიცირებულებს, ვინც გასული 3 დღის განმავლობაში არ გამოვლინდა. საუბარი შეეხო კორონავირუსის ახალ შტამს, რომლის 1 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში.…

მეტი...

დუშეთში, წყლით სავსე თხრილში ქალის ცხედარი იპოვეს

დღეს დილით დუშეთში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ის არაგვისპირში, წყლის თხრილში ნახეს. 58 წლის ქალი ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მას ორი დღე ეძებდნენ, დღეს კი ამ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი სავარაუდოდ გაიყინა. გარეგნული დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

“მაჩვენებლის ზრდა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოილხინეს ახალ წელს ჩვენმა თანამემამულეებმა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა , რომ მაჩვენებლის ზრდა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოილხინეს ახალ წელს ჩვენმა თანამემამულეებმა. მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ახალი წლის დღეების შემდეგ კორონავირუსის ტესტზე მიმართვიანობასთან ერთად შემთხვევათა რაოდენობაც გაიზრდებოდა. “ზრდაზე, მაჩვენებელზე, გააჩნია ჩვენმა თანამემამულეებმა ახალ წელს როგორ მოილხლინეს სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახში იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია, რომ სუფრასთან ნიღბით ვერ დაჯდება ადამიანი და თუ ახლა ფართო წრეები იყო, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს შემთხვევების მატებას, სადღაც 10-14 რიცხვისათვის”, – თქვა პაატა იმნაძემ.

მეტი...

„ვაქცინა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება“ – რა კვალს ტოვებს ახალი შტამი ბავშვებზე  – ივანე ჩხაიძე

კორონავირუსზე ბავშვების ვაქცინა არ იგეგმება. რაც შეეხება ვირუსის ახალ შტამს, ის ბავშვებშიც და მოზრდილებშიც თანაბარი სისწრაფით ვრცელდება. აღნიშნულ თემაზე თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ბავშვების ვაქცინაციას არ ვგეგმავთ და ბავშვებისთვის კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება, რადგანაც, კვლევები, რაც ჩატარდა, ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებზე. თუ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია მოზრდილებში შეაჩერებს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობას, ანალოგიური იმედი ბავშვებში არ გვაქვს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ბრიტანული შტამი გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული კორონავირუსი. „რაც შეეხება ახალი შტამის…

მეტი...

დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

დემოკრატმა კონგრესმენებმა, ტედ ლიუმ და კეტლინ რაისმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს. კონგრესმენები მოქმედ პრეზიდენტს ბრალს ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანთან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში სდებენ და ამის მაგალითად ის სატელეფონო საუბარი მოჰყავთ, სადაც ტრამპი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნისგან 11 780 ბიულეტენის პოვნას ან ხმების გადათვლას მოითხოვს.

მეტი...

“ჯერჯერობით, ის სქემა, რომელიც 16 იანვრის შემდეგ დაანონსდა შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალაში რჩება” – თამარ გაბუნია

რა შემთხვევაში არ მოიხსნება და პირიქით, გამკაცრდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები – ამაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საუბრობს. „ჯერჯერობით, ის სქემა, რომელიც 16 იანვრის შემდეგ დაანონსდა შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალაში რჩება. თუმცა, მანამდე, 2 კვირა უნდა გავიაროთ. ეს ორი კვირა მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ დავაკვირდებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების შემსუბუქებამ ხომ არ გამოიწვია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. თუ იქნება ისეთი კრიტიკული მაჩვენებლი, რაც გამოიწვევს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას, ეს იქნება სერიოზული დარტყმა. საბჭო კიდევ ერთხელ იმსჯელებს იმ მექანიზმებზე, რაც გამოვიყენეთ 16 იანვრის შემდეგ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს” აყალიბებს, რომლის ყრილობასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს. „პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პარტიორტთა ალიანსს”. ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან – მოურავს,…

მეტი...

“ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო სხდომებში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წარმომადგენლის უფლებამოსილების ცნობის საკითხს. არჩილ თალაკვაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტის წევრები გახდნენ. მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს რიგგარეშე სხდომაზე დღეს უყარეს კენჭი. „კოლეგებო, წევრებს რომელთა უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა შეუძლიათ გადმობრძანდნენ დარბაზში. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. აღნიშნულ…

მეტი...

“კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება კორონავირუსის ახალ და ძველ შტამს შორის არ არის” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც საქართველოში 4 იანვარს დადასტურდა, კლინიკური ნიშნებით ძველი შტამისგან არ განსხვავდება. ამასთან, როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პაციენტს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, თუმცა კონტაქტი ჰქონდა უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან. იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე ყველა პირის ანალიზების შესწავლის შედეგად, კორონავირუსის ახალ შტამზე საეჭვო შემთხვევად სულ სამი დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. „ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება  ახალ და ძველ შტამს…

მეტი...

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის უფლებამოსილება ცნო

„პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გელა მიქაძე იქნება, გიორგი ლომიას ფრიდონ ინჯია ჩაანაცვლებს, ხოლო გოჩა თევდორაძეს – დავით ზილფიმიანი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო საქმიანობაში. ცნობისთვის, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს. პარლამენტმა დღეს “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა…

მეტი...

„ე.წ. ბრიტანული ვირუსი 40-70%-ით გადამდებია, ვიდრე არსებული კორონავირუსი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთვარში“

გრიპის ვირუსზე, კორონავირუსსა და ე.წ. ბრიტანული ვირუსზე თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, ვირუსის ახალ შტამზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული.    „დიახ, ახალი შტამი, ე.წ. ბრიტანული ვირუსი არის უფრო მეტად გადამდები, თუმცა მისი მძიმე მიმდინარეობის ფაქტი არ დაფიქსირებულა“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ, “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის განმეორებით ინფიცირების სულ 31 შემთხვევა დაფიქსირდა. „კორონავირუსის მუტაცია უკვე ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა. ის ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრულიად განსხვავებულია…

მეტი...

“პაციენტს, რომელსაც ახალი შტამი აღმოაჩნდა მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე იმ პაციენტზე საუბრობს, რომელსაც ახალი შტამი აღმოაჩნდა. იმნაძე აღნიშნავს, რომ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. “პაციენტს, რომელსაც ახალი შტამი აღმოაჩნდა მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. ჩვენ ვნახეთ საქართველოში ყველა დადებითი შემთხვევა ყველა ლაბორატორიიდან, რომ საეჭვო დადებითი შემთხვევები მოგვენახა. ასეთი შემთხვევა, სამი გენიდან ორი როცაა დადებითი და ერთი არა. რამდენიმე ათასი დადებითი შემთხვევიდან ასეთი იყო სამი შემთხვევა. მას არ ჰქონია მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს მისი სეკვენირება,”- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მეტი...

“ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ცნობილ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება. გაბუნიას თქმით, შესაბამისად, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო პირადი დაცვის საშუალების გამოყენებისა და არსებული რეგულაციების დაცვის კუთხით. „სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე დაწესებული წესების დაცვის კუთხით ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა…

მეტი...

„დღემდე გრიპის მხოლოდ ერთეული შემთხვევები გამოვლინდა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დღემდე გრიპის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვლინდება, ეს არის უნიკალური წელი და საქართველო არ არის გამონაკლისი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. სპეციალისტის განმარტებით გრიპის ვირუსის შემთხვევების ნაკლებობა, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა განაპირობა, როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს მსგავსი ტენდენცია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია: წელს უნიკალური წელის, გვაქვს გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები, მსგავსი ტენდენციები არის მსოფლიოში. ამაზე იმოქმედა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა, ის ღონისძიებები რასაც ჩვენი მოსახლეობა მიმართავს აბსოლიტურად მიზანშეწონილია გრიპის საწინააღმდეგოდაც, ეს მოლოდინი წინასწარვე გვქონდა, ეს რაც დღეს…

მეტი...

გალის რაიონში, ტყეში ხანძრის გამო, ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მათი ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძრის კერები რამდენიმე სოფელსა და ქალაქ გალის შემოგარენშია. ამასთან, ტელეკომპანია „გალ ტივის“ ცნობით, ქარი ხანძრის ლოკალიზებას აფერხებს. ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო. გამოცხადდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია. ხანრის ჩაქრობის სამუშაოებში სამი სახანძრო ჯგუფი და შვიდი სახანძრო მანქანა მონაწილეობს.

მეტი...

სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა

სამეგრელოში ამ დროისთვის ხანძრის ორი აქტიური კერაა. მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან წალენჯიხაში, სოფელ ჯაღრის უბანში, სადაც ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. ასევე, ხანძარია მარტვილის სოფელ სალხინოს ტყეშიც. ამ დრომდე გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები ზუგდიდის სოფელ დავითიანშიც. ყველა დარჩენილ ლოკაციაზე ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 961, იმერეთში – 420, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 201

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია – 961, იმერეთში – 420, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 201, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია: აჭარაში – 125, ქვემო ქართლში – 142, შიდა ქართლში – 154, გურიაში – 40, კახეთში – 185, მცხეთა-მთიანეთში – 57, სამცხე-ჯავახეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 646-ს შეადგენს. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 232 079 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 22 2787 გამოჯანმრთელდა, 2 646 კი, გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 511 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 300, PCR-ტესტით – 5 211. კარანტინის რეჟიმშია 377 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 012 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 763 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ამასთან, 4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 963…

მეტი...

გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ახალი ზომები ძალაში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება და ამ დროის განმავლობაში, ფუნქციონირებას შეწყვეტენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაღაზიები და სილამაზის სალონები. რესტორნები კი, მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000 აღემატება.

მეტი...