“მაჩვენებლის ზრდა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოილხინეს ახალ წელს ჩვენმა თანამემამულეებმა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა , რომ მაჩვენებლის ზრდა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოილხინეს ახალ წელს ჩვენმა თანამემამულეებმა.

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ახალი წლის დღეების შემდეგ კორონავირუსის ტესტზე მიმართვიანობასთან ერთად შემთხვევათა რაოდენობაც გაიზრდებოდა.

“ზრდაზე, მაჩვენებელზე, გააჩნია ჩვენმა თანამემამულეებმა ახალ წელს როგორ მოილხლინეს სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახში იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია, რომ სუფრასთან ნიღბით ვერ დაჯდება ადამიანი და თუ ახლა ფართო წრეები იყო, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს შემთხვევების მატებას, სადღაც 10-14 რიცხვისათვის”, – თქვა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები