ისრაელში ვაქცინაცია დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს

მსოფლიო ქვეყნებს შორის ისრაელი გამორჩეული აღმოჩნდა, რომელმაც ყველას დაასწორო და კოვიდ ვაქცინების გამოყენებით მაქსიმუმს მიაღწია. ამ ეტაპისთვის, ისრაელის მოსახლეობის 25%-მა ვაქცინა გაიკეთა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელში „კოვიდ 19“-ის ვაქცინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა და ვაქცინაცია სწრაფი ტემპებით გრძელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, მსოფლიოში ისრაელი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსს სწრაფად დაამარცხებს.

მეტი...

„ვაქცინების განაწილების კუთხით მსოფლიო „კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა“ –  ჯანმო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით, მსოფლიოს ქვეყნები დასწრებაზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების კუთხით მსოფლიო „კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინები სამართლიანად გაანაწილონ, ისე, რომ ყველამ თანაბრად მიიღოს. ტედროს ადჰანოს ინფორმაციით, შარშან, ჯერ არარსებული ვაქცინების მიწოდებაზე 44 ხელშეკრულება გაფორმდა, წელს კი 12. ჯანმო ფიქრობს, რომ არსებულმა ვითარებამ შესალოა, ვაქცინების ხელმისაწვდომობის პრობლემა შექმნას.   „აღნიშნულმა ვითარებამ, შეიძლება, COVAX-ის ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შეაფერხოს და შექმნას სწორედ ის სცენარი, ქაოტური ბაზრით და არაკოორდინირებული რეაქციით, რომლის თავიდან ასაცილებლადაც COVAX-ი შეიქმნა,“- ფიქრობს ტედროს ადჰანომ…

მეტი...

ვაქცინის პირველი დოზა 2021 წლის პირველი კვარტალში შემოვა – ვის შეხვდება პირველი დოზა?! 

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზების შემოტანის დათქმული დრო 2021 წლის პირველი კვარტალია. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა მზადაა, სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა მიიღოს. „ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. ამ ეტაპისთვის, ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა…

მეტი...

„არა“ ნაფიც მსაჯულებს, რადგანაც, მათ მარტივად მოისყიდიან“ – ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილი ნაფიც მსაჯულებზე უარს იმ მოტივით ამბობს, რომ მათ არ ენდობა და მისი საქმის განხილვას საქალაქო სასამართლოში ითხოვს. როგორც დაკავებულის ინტერესების დამცველმა, ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ზურაბაშვილის მიზანი იყო მხოლოდ ყურადღების მიქცევა, თუმცა, ამ მიზნისთვის მან საკმაოდ მძიმე ფორმა აირჩია. „რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებზე უარის თქმას, მიუხედავად ადვოკატების დასაბუთებისა, რომ კარგი იქნებოდა ნაფიცი მსაჯულები აერჩია, მან კატეგორიული უარი განაცხადა. ზურაბაშვილის თქმით, ნაფიც მსაჯულებს მარტივად მოისყიდიან, მას სახალხო იდეები აქვს და თუ ხალხი გაამტყუნებდა, გამოვიდოდა, რომ რისთვისაც იბრძოდა, ის…

მეტი...

მძევლების ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული საზოგადოებასთან კომუნიკაციას ითხოვს – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ლევანის მოთხოვნაა, სასამართლო პროცესი ჩატარდეს საქალაქო სასამართლოში და არა დისტანციურად, ის ითხოვს კომუნიკაციას“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“  წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ გააკეთა. „ლევან ზურაბაშვილის მთავარი მოთხოვნაა, მისი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართოს და დისტანციურად არ ჩატარდეს. სამწუხაროდ, მას შერჩევითად უდგებიან, ის სასამართლო პროცესებზე არ დაჰყავთ, რითაც ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება. ლევან ზურაბაშვილს საზოგადოებასთან სათქმელი აქვს, რომელიც ღიად უკვე დააფიქსირა. მის საქმეზე არაერთი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, ე.წ. დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ…

მეტი...

რეგულაციების მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზრუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და…

მეტი...

ენერგეტიკაში არსებული ტარიფების ცვლილების მიზეზ-შედეგობრივი ასპექტები ანუ ისმინე სრულიად საქართველო

                საქართველოს წინაშე ამჟამად არსებულ უამრავ პრობლემათა შორის უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული უზრუნველყოფის თემა განსაკუთრებულია. ყველამ ვიცით, რომ ენერგეტიკა ეკონომიკის მაცოცხლებელ ძარღვს წარმოადგენს. მასზეა დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და სიძლიერე, მოსახლეობის კეთილდღეობა და ა.შ. ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევის გარეშე ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ უსაფრთხოებას; უფრო მეტიც, საფრთხე შეექმნება ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ენერგიაშემცველებზე ფასების მატება ან კლება ჯაჭვური რეაქციით მყისვე აისახება სამომხმარებლო ბაზარზე. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ყოველი მატება საზოგადოებაში მწვავედ აისახება. ასე იყო 2020 წლის ბოლოსაც, როცა ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა,…

მეტი...

სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულების ტესტირება, პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან მოხდება

იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, პირველ ეტაპზე, დასაქმებულთა ტესტირება სახელმწიფო სუბსიდირებით მოხდება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ტესტირებაზე მონიტორინგი მკაცრად გაკონტროლდება. “შევთანხმდით, რომ ტესტირება იანვრის თვეში განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. თებერვლის თვიდან სხვადასხვა მექანიზმზე ვმსჯელობთ. აუცილებლად უნდა შემოვიდეს უკვე კერძო სექტორის მექანიზმები, რომ მათ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ იმისთვის, რომ დაიცვან თითოეული დასაქმებული, მართონ ინფექცია. ტესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ რა დოზით და როგორ განხორციელდება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა პირველი ტესტირება იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება გახსნის წინაპირობა“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.   მისვე თქმით, მონიტორინგი…

მეტი...

შემოწმდა 553 ობიექტი, 3 დაჯარიმდა, 485 კი გააფრთხილეს

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის, 14-დან 17 იანვრის ჩათვლით, 3 ობიექტი დაჯარიმდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განაცხადებით,  ერთ-ერთი დაჯარიმებული ობიექტის მიერ ჩატარებულ ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. 2021 წლის 14-17 იანვრის მონაცემებით შემოწმდა 553 ობიექტი, რომელთაგან 485-ის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება განხორციელდა, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მათ კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია რეგულაციებზე; 65 ობიექტი დეტალურად შემოწმდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით და ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. ამავე პერიოდში, 322-ე დადგენილების მიხედვით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის სამი ობიექტი დაჯარიმდა. მათგან ერთ-ერთი ახორციელებდა დახურულ სოციალურ ღონისძიებას, რომელსაც 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა. ჯამში,…

მეტი...

„თუ პირბადის ტარების 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა ერთეული გვექნება“ – ამირან გამყრელიძე

„საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია.  თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები იკლებს, რაც შემზღუდავი ღონისძიებებისა და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის შედეგია. „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აკეთებს ევროპის ქვეყნების განახლებას. ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ“ – განაცხადა…

მეტი...

„ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე არსებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნის წინააღმდეგია. როგორც მან განაცხადა, პრემიერმა  დავალება გასცა, შეზღუდვების არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შემუშავდეს. „არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი. ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის…

მეტი...

პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 986 ადამიანი დააჯარიმეს

24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მეტი...

რეგულაციების დარღვევისთვის, ერთ დღეში 1107 პირი დაჯარიმდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

მეტი...

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 234 ინფიცირებული იმყოფება

დღევანდელი მონაცემებით, ვირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების რაოდენობა  10 295-ია. აქედან:  3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 784, აჭარაში – 281, იმერეთში – 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 61, იმერეთში – 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 5, იმერეთში – 29.   634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 296 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 235, აჭარაში – 76, ხოლო…

მეტი...

კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 13, იმერეთი – 5, ქვემო ქართლი – 4,  შიდა ქართლი – 0, გურია – 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

კოვიდ ინფიცირებული 110 ახალი პაციენტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  4 964 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 643 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  247 915-ს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, – გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება. ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და…

მეტი...

ქარბუქი, თოვლი, ნალექი – ჰაერის ტემპერატურა დაეცემა

ნისლი, ქარბუქი, ნალექი, თოვლი, ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი რამდენიმე დღის განმავლობაში.   18 იანვრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. 19-20 იანვარს კი უმეტესად თოვლია მოსალოდნელი.  მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. აღნიშნულ ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ასევე, გაფრთხილებაა 19-22 იანვართან დაკავშირებით, კერძოდ ღამის საათებში, კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.

მეტი...

ე.წ. დადებით ნარკოტიკების გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული მ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ი.ბ. დააკეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ,,ალფა PVP” ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ შემდგომი გასაღების მიზნით სხვადასხვა ადგილზე განთავსებული,…

მეტი...