“ჯერჯერობით, ის სქემა, რომელიც 16 იანვრის შემდეგ დაანონსდა შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალაში რჩება” – თამარ გაბუნია

რა შემთხვევაში არ მოიხსნება და პირიქით, გამკაცრდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები – ამაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საუბრობს.

„ჯერჯერობით, ის სქემა, რომელიც 16 იანვრის შემდეგ დაანონსდა შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალაში რჩება. თუმცა, მანამდე, 2 კვირა უნდა გავიაროთ.

ეს ორი კვირა მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ დავაკვირდებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების შემსუბუქებამ ხომ არ გამოიწვია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.

თუ იქნება ისეთი კრიტიკული მაჩვენებლი, რაც გამოიწვევს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას, ეს იქნება სერიოზული დარტყმა.

საბჭო კიდევ ერთხელ იმსჯელებს იმ მექანიზმებზე, რაც გამოვიყენეთ 16 იანვრის შემდეგ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები