სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი კოვიდინფიცირებულია. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტს ვირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა.
„არმენ სარქისიანი ახალ წელს ლონდონში ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდა. მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც წარმატებით დასრულდა. პრეზიდენტს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები გამოუვლინდა. მისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო. სარქისიანი თვითიზოლაციაში იმყოფება“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.