პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის, დავით ზილფიმიანის, გელა მიქაძისა და ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე მიმართა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს დღეს დილით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუ მასალები შესაბამისობაში იქნება, ინფორმაციას ბიუროს წარუდგენს, დღის ბოლოს კი სავარაუდოდ მოხდება დეპუტატობის სამი კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა. დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ პარლამენტარის მანდატის გამოყენების თხოვნით ცესკო-ს გუშინ მიმართეს. „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ…

მეტი...

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. „დღეს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ განგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რაც მოიცავს შემდეგს: ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის…

მეტი...

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტოროაზე ხანძარია

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტოროაზე ხანძარია. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ონის მერიის ცნობით, სოფელ ონჭევში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლაში. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია. ადგილზე იმყოფებიან ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ.

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა, რაც კანონზომიერია. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, აუცილებელია პარტიას შეუერთდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. „რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი. დღეს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია. ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს. ცვლილებების აუცილებლობას ქმნის…

მეტი...