დონალდ ტრამპი ინაუგურაციას ტელევიზორით ადევნებდა თვალს

დონალდ ტრამპი, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ვაშინგტონიდან ფლორიდაში გაფრინდა, ცერემონიალს გზად ტელევიზორით ადევნებდა თვალს, ამის შესახებ CNN- ს  ვერტმფრენის ბორტზე მყოფმა პირმა განუცხადა აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ ესწრება, თუმცა კაპიტოლიუმში იმყოფება მისი მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. 

მეტი...

„მთელი ჩემი სული მიმართულია ამერიკის გაერთიანებისკენ“ – ჯო ბაიდენი

„ამ იანვრის დღეს, მთელი ჩემი სული მიმართულია ამერიკის გაერთიანებისკენ, ჩვენი ხალხის და ერის გაერთონებისკენ და მინდა, ყველა ამერიკელს მოვუწოდებ შემომიერთდეს ამ ძალის რეალიზაციაში“- ეს სიტყვები ამერიკის 46-ე პრეზიდენტ – ჯო ბაიდენს ეკუთვნის. როგორც პრეზიდენტმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა, დღეს არის ამერიკისა და დემოკრატიის დღე.    „ეს არის ამერიკის დღე, ეს არის დემოკარტიის დღე, ეს არის ისტორიის და იმედის დღე, გაერთიანების დღე, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ვზეიმობთ დემოკრატიას, დემოკრატი არის ძალიან ღირებული. დემოკრატიამ ამ ეტაპზე გაიმარჯვა… ამ ადგილას, რამდენიმე დღის უკან, ძალადობა ემუქრებოდა ჩვენი კაპიტოლიუმის საფუძვლებს, ჩვენი იმედის საფუძვლებს, რომ ხელი…

მეტი...

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ესწრება.

მეტი...

კამალა ჰარისმა ფიცი დადო

აშშ-ის დემოკრატმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადო. ქვეყანას პირველად ჰყავს აფრო-ამერიკელი, სამხრეთ აზიელი წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. 

მეტი...

“მიყვარხარ, ჯილი!” – ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმში მისვლის შემდეგ ცოლს ტვიტი მიუძღვნა

ინაუგურაციაზე მისვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მეუღლეს, მომავალ პირველ ლედის ჯილ ბაიდენს ეძღვნება. “მიყვარხარ, ჯილი! და ვარ ძალიან მადლობელი, რომ ჩემთან ერთად იქნები იმ მოგზაურობაში, რომლიც გველის!“, – წერს ბაიდენი. ტვიტი ასევე მოიცავს ვიდეოს, რომელზეც ჩანს, რომ წყვილი ინაუგურაციაზე ხელჩაკიდებული მივიდა.

მეტი...

35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება სჭირდება

გასული წლის თებერვალში ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა მას სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან, ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე, მდგომარეობა დღითი-დღე კრიტიკულია, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება.  რუსთაველი ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68.000$ დოლარია საჭირო. ოპერაციის ჩატარების შემდეგ ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების…

მეტი...

ყველა პრეზიდენტი ადგილზეა, დონალდ ტრამპის გარდა

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. ყველა სტუმარი ღონისძიებას პირბადეებით ესწრება. ადგილზეა ყველა ყოფილი პრეზიდენტი, გარდა ერთისა და ეს ერთ არის ამერიკის ბოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი პირველი ლედი. ცერემონიალს სტუმრების ნაცვლად 200 000 ეროვნული დროშა ამშვენებს. ეს ის შეზღუდვაა რომელიც კოვიდ პანდეიის გამო დაწესდა. კლინტონების ოჯახი, ობამები,  ბუშები ახალი კაპიტოლიუმის შენობაში იმყოფებიან, სადაც ჯო ბაიდენმა ფიცი უნდა დადოს.  

მეტი...

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ

ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად და კამალა ჰარისი უკვე კაპიტოლიუმში არიან. დაახლოებით ერთ საათში ისინი პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ფიცს დადებენ. კაპიტოლიუმში, ასევე, მივიდა მაიკ პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის ბარაკ და მიშელ ობამებიც არიან, ისინი უკვე მივიდნენ კაპიტოლიუმში.

მეტი...

თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.რა გახდა აალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

ვერტმფრენში ჩასხდნენ და „თეთრი სახლი“ დატოვეს – ტრამპი დაბრუნებას გეგმავს

„ჩვენ რაიმე ფორმით დავბრუნდებით“ – ასე დაემშვიდობა დონალდ ტრამპი მედიასა და მხარდამჭერებს. დონალდ ტრამპმა მედიას მიმართა, მადლობა გადაუხადა, პირველ ლედისთან ერთად ვერტმფრენში ჩაჯდა და თეთრი სახლი დატოვა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ის დაბრუნებას აპირებს და დიდი ხნით არ მოანატრებს თავს. პრეზიდენტი და პირველი ლედი ვერტმფრენით მერილენდის სამხედრო ბაზაზე დაეშვნენ, სადაც პრეზიდენტი სამხედროებსაც დაემშვიდობა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი და პირველი ლედი ფლორიდაში მიემგზავრება “პალმ ბიჩზე“, სადაც ისინი დაისვენებენ. რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენის ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება. შემდეგ კი ახალი პრეზიდენტი „თეთრ სახლში“ გაემგზავრება და მმართველობას…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის მთავრობას გლობალური პანდემიის პერიოდში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს და ამ მიმართულებით ბულგარეთის მხარდაჭერას მიესალმება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიური გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია გაგრძელდეს ერთობლივი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს…

მეტი...

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა.  გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.

მეტი...

ბავშვების დაავადება, რომელიც 2%-მდე ლეტალობას იწვევს, გულსაც აზიანებს – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” 

ტემპერატურის მატება, გამონაყარი, ლორწოვანი გარსი, ფეხებისა და ხელების შეშუპება, გულის ჩათრევა – ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომელიც „მულტი სისტემურ ანთებით სინდრომს“ ახასიათებს და რომელიც „კოვიდ 19“ გადატანილ ბავშვებში ვლინდება. რისკ ჯგუფებს კი 6-დან 11 წლამდე  ბავშვები წარმოადგენენ და დაავადების ათეულობით შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. „მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კორონავირუსის გართულებად ითვლება. კორონავირუსისგან განსხვავებით, რომელიც ბავშვებში ლეტალობას ირ იწვევს, ამ შემთხვევაში, ლეტალობა შესაძლოა 2%-მდე იყოს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   მისივე თქმით, იაშვილის კლინიკაში, ბოლო…

მეტი...

“სხვისი დავალებით” – ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ის ორი წერილობითი სიტყვა, რომელიც ბრალდებაში არის ჩაწერილი” – ივერი მელაშვილის ადვოკატი

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატების განცხადებით, მაშინ, როდესაც პროკურატურამ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ბრალი დააზუსტა, პროკურატურის წარმომადგენლებს და გამომძიებლებს რაიმე ახალი მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით მათთვის არ გადაუციათ. შესაბამისად, მათივე თქმით, არ იციან, რაზე საუბრობს პროკურატურა, როდესაც ამბობს, რომ აქვს ახალი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რითიც წარდგენილი ბრალდება კიდევ უფრო მყარდება და მოტივიც დგინდება. “დღეს ბრალის დაზუსტების შემდეგ ბრალდებაში ჩაემატა 2 სიტყვა: სხვისი დავალებით. თითქოს სხვისი დავალებით ხორციელდებოდა მთელი ის მოქმედებები, რასაც ედავებოდნენ აქამდე. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. – ჩვენთვის ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება და ასევე ის ორი…

მეტი...

ევროპარლამენტის 2020 წლის ანგარიშში საქართველოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმეს

ევროპარლამენტი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დღეს 2020 წლის ანგარიშს კენჭს უყრის. დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის ვალდებულებების მნიშვნელობა, რომ მხარი დაუჭიროს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ანგარიშში გამოხატულია შეშფოთება ცხელი და გაყინული კონფლიქტების გამო. ასევე კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ამ დოკუმენტის ავტორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტია. “კიდევ ერთხელ არის ნახსენები ძალიან მკაფიო გზავნილები ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. რა თქმა უნდა, მოუწოდებენ რუსეთს შეასრულონ ვალდებულებები. მნიშვნელოვნად არის ასევე ნახსენები ჰიბრიდული ომი, ანუ დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელსაც ეწევა რუსეთი. კიდევ არის დასტური იმისა, რომ ჩვენი პარტნიორები გვერდში გვიდგანან და ის…

მეტი...

„4 – 6 კვირის განმავლობაში ველოდებით შემთხვევების მატებას“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„თუ ჩვენი ქვეყნის რეალობას გავითვალისწინებთ, 4 მაქსიმუმ, 6 კვირის განმავლობაში ველოდებით შემთხვევების მატებას, პიკი იყო დეკემბრის ბოლოს, ამიტომ იანვრის 15 რიცხვიდან დაიწყო მატება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორი ვარაუდობს, რომ „მის სინდრომის“ რიცხვი საქართველოში მოიმატებს და ეს მატება 10 დღის შემდეგ გახდება საგრძნობი: „მომავალში, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში ველოდებით მატებას. პროტოკოლი დასრულებულია, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სპეციალისტი, ეს არ არის მხოლოდ პედიატრიული საავადმყოფოების სამართავი. ის მონაცემი რომელიც დღეს გვაქვს მსოფლიოში, 1,6 – 2 % არის ლეტალობის მაჩვენებელი. ჩვენთან…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მულმანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის პერიოდში საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას და ავსტრიას მადლობა გადაუხადა. ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA) წარმატებულ თანამშრომლობას. აღინიშნა პანდემიის უარყოფითი გავლენა სხვადასხვა სფეროზე, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოსტკრიზისული…

მეტი...

რვა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება

რვა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. „საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება. კანონის ცვლილებები წარმოადგენს 2013 წლიდან დაწყებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაბალანსებული და ლიბერალური მიდგომების დანერგვის პროცესის ლოგიკურ და…

მეტი...

გელათში დროებითი გადახურვის დაზიანებას შემსრულებელი კომპანია განახორციელებს

კომპანიები, რომლებმაც სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს 12-12 ათასი ლარით დააჯარიმეს. ახლა სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესი “ბაგინეთი +”-მა გადაიბარა. ამ კომპანიასთან სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაწყდა, რომ ბოლოს, ტაძრის დაზიანებულ დასავლეთ მხარეს გადახურვას კომპანია, რომელმაც სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა. მონიტორინგს კი ახლად შერჩეული ჯგუფი გაუწევს. “ვერ მოვასწრებდით ასე უცებ რეაგირებას, ჩართვას. ძალიან სწრაფად მოხდა გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, მობილიზაცია ნამდვილად ვერ მოვასწარით იქ ამის აღსადგენად. დროებითი გადახურვის დაზიანებას გამოასწორებს შემსრულებელი კომპანია, რომელმაც აქამდე შეასრულა ეს ვალდებულება, შემდეგ ჩვენ ამ გადახურვას ჩავუტარებთ ინსპექტირებას და ასევე მთლიანად გამოვცვლით დროებითი გადახურვის წყალამრიდ…

მეტი...

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

თვითონ „ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძესთან გუშინ მომხდარ დაპირისპირებას, ელისაშვილის თქმით, თუ ვინმეს მასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, მის წარსულს გადახედოს. „მეც და ჩვენმა პარტიამაც ამ ცირკზე დავასრულეთ საუბარი, რაც ოპოზიციაშია მოწყობილი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან ან სხვებთან დაკავშირებით, გადახედონ ჩემს წარსულს, რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს. ამდენი ხანი ველაპარაკებით ოპოზიციას და თვითონ არ იციან, რა…

მეტი...

200-ლარიანი დახმარების მისაღებად დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა დღეს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს ახსენებს, რომ 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა დღეს, 20 იანვარს იწურება. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად (ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან: https://eservices.rs.ge შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად. „უწყებას განაცხადი წარედგინება არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც დაქირავებულმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ხოლო თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში არ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა…

მეტი...

“პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას” – პენიტენცოური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  უწყება ომბუდსმენის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. “სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი “არაფორმალური მმართველების” მხრიდან ექმნებათ პრობლემები. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და…

მეტი...

“ვფიქრობ, 51 ოპოზიციონერს, რომელმაც მანდატების გაუქმებაზე განაცხადი შეიტანა, „გირჩის“ სამი წევრი დაემატება” – ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გეგმები არ შეცვლილა და ოპოზიცია კვლავ ერთიანია. „51 ოპოზიციონერს, რომელმაც შეიტანა განაცხადი მანდატების გაუქმებაზე, ვფიქრობ, დაემატება „გირჩის“ სამი წევრი, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე ბოიკოტის რეჟიმს შეუერთდებიან, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ პარლამენტში შესვლა, თუ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ შევიდა. ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ ვგულისხმობთ 51-ს პლუს სამ ადამიანს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტის შესაწყვეტად, „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკური შეთანხმება აუცილებელია. „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მთავარი ელემენტი  ვადამდელი არჩევნების თარიღია“, – განაცხადა ჯაფარიძემ. ბადრი ჯაფარიძის შეფასებით,…

მეტი...

„მის სინდრომს“ ახასიათებს ტემპერატურის მატება 38 გრადუსის ზემოთ“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რისკ ჯგუფებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ხელმოსაკიდი არაფერი არ არის, პაციენტების ძალიან დიდი ნაწილში მშობლებმა საერთოდ არ იცოდნენ, რომ მათ შვილს გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი,“ –  ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორის ინფორმაციით „მის სინდრომსთვის“ არ არის აუცილებელი წინ უძღოდეს რაიმე მძიმე დაავადების გადატანა, როგორც ივანე ჩხაიძე ვირუსის სიმპტომებზე ამახვილებს ყურადღებას: „არ არის დაკავშირებული ამ სინდრომის განვითარება წინა პერიოდში გადატანილ დაავადების რაიმე მძიმე ფორმაზე. როდესაც ვლაპარაკობთ მრავალფეროვან ვირუსებზე, აქ განიხილება ყველაზე ხშირ სიმპტომად ტემპერატურის მატება 38 გრადუსამდე და მეტი, ეს მოიცავს 24 საათს…

მეტი...

“დგება ნელ-ნელა ეს დრო…” – თეა წულუკიანი პოლიტიკიდან წასვლაზე

როგორც კი მე დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში, – ამის შესახებ განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი არაა და მისი პოლიტიკაში მოსვლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლის აუცილებლობით იყო განპირობებული. “ჩემთვის მდგომარეობა, რომ მშვიდად წავიდე სახლში არის ის, თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ, რომ, როგორც კი მე დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა…

მეტი...

მესაკუთრეებმა, რომლებსაც ახალი გენგეგმით მიწის ნაკვეთებზე ზონის სტატუსი გაუუარესდათ სპეციალურ კომისიას უნდა მიმართონ

თბილისის მერი კახა კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენერალური გეგმის ფარგლებში, ზონის სტატუსი გაუუარესდა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს. “2019 წელს მივიღეთ გენერალური გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. ამ დოკუმენტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომელიც გენგეგმაზე მუშაობდა, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ ქალაქს სწორი ურბანული განვითარების გეგმა ჰქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელსაც მანამდე სხვა ზონა ჰქონდა, ანუ მესაკუთრეს 2019 წლამდე…

მეტი...

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 8 საათი დარჩა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული 46 პრეზიდენტი, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე დაახლოებით 8 საათში ფიცს დადებს, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად ჩაიბარებს თეთრ სახლს. ჯო ბაიდენის ინაუგურაციის პარალელურად ჩანიშნულია რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის მასშტაბური 90 წუთიანი კონცერტი ამერიკელი ვარსკვლავების მონაწილეობით. სახელმწიფო ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს. მასთან ერთად სცენაზე იქნება ჯენიფერ ლოპესი. რაც შეეხება ძველ და ახალ პრეზიდენტებს, მათ უკვე ჰქონდათ მიმართვები. “45-ე პრეზიდენტის ვადის ამოწურვისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. მიმდინარე კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. „განსაკუთრებით ამაყი ვარ,…

მეტი...

“პატიმრების გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ესხმის თავს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ომბუდსმენის წარმომადგენლებს ციხეში ვიზიტის დროს ექმნებათ. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არსებობს პატიმრების ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ესხმიან თავს აპარატის თანამშრომლებს. მისივე ინფორმაციით, ასეთი ფაქტები გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები, რომელიც ვითარებას აკონტროლებენ. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა კონკრეტულ დაწესებულებებში მომხდარ კონკრეტულ ინციდენტებზე. “სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, როდესაც დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს,…

მეტი...

15 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის 6 პუნქტიანი გეგმით მიმართავს

15 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის 6 პუნქტიანი გეგმით მიმართავს.  გეგმა წერტილოვანი შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას მოიცავს, რაც ასოციაციების წარმომადგენელთა თქმით, ბიზნესში არსებულ რთულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ბიზნეს სექტორი ხელისუფლებისგან უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგნოზირებენ, რომ ზიანი გამოუსწორებელი იქნება. “11 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთან კონსულტაციით გაკეთდა ბევრი, დაუდგა სახელმწიფო ბიზნესს გვერდით, მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი წყალში ჩავარდება რამდენიმე ეპიდემიოლოგის უპასუხისმგებლო ხუშტურის ქცევის გამო და დღეს მივაღწევთ იმას, რომ შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ მთლიანად ვიყოთ დახურული ქვეყანა და ეკონომიკა არ მოძრაობდეს. ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ ეკონომიკის გამოსწორება. დაკეტილ რეჟიმში ყოფნა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს,”…

მეტი...

“ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ნაგვის ურნები დამონტაჟდა. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. „გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა ეს ყველაფერი. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩის ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მერიას და მერს, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობთ და რა პროექტებს ვახორციელებთ თურმე. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს მერიამ განახორციელა პროექტი და სკამებზე ჩავდგით სანაგვე ურნები. ეს რა თქმა უნდა, დიდი ტყუილი და სიცრუეა. კიდევ ერთხელ მინდა რეალობა ვუთხრა საზოგადოებას. ეს არ არის არც მერიის…

მეტი...

შს სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოვლინეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 989 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ…

მეტი...

“ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მომდევნო წლებში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს” – კახა კალაძე

2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტებს შორის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასევე, იგეგმება პროექტების განხორციელება ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. „დაიწყო ახალი სამუშაო წელი და რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, უნდა გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ. 2020 იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით. მსოფლიო იდგა სერიოზული გამოწვევის წინაშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საქართველოც არ არის გამონაკლისი, ვებრძვით უხილავ მტერს – Covid-19-ს. პანდემიის გამო, 2020 წელს ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა, პროექტების გადავადება მოგვიწია სხვა პრიორიტეტების გამო,…

მეტი...

„მის სინდრომი” საქართველოშიც დაფიქსირდა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მის სინდრომი“ – ეს არის მულტისისტემური სინდრომი, რომლიც ითვლება კორონავირუსის გართულებად, ეს ძირითადად ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 4 – 6 კვირის შემდეგ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის ინფორმაციით ვირუსი ვლიდნება კორონავირუსისი გადატანიდან, დაახლოებით ერთ თვეში და აზიანებს რამდენიმე ორგანოს. პროფესორის თქმით საქართველოში, აღნიშნული სინდრომი პირველად 2 ნოემბერს გამოვლინდა, დღეისათვის კი დაახლოებით 55 – 60 პაციენტი გადის მკურნალობას „მის სინდრომის” დიაგნოზით: „ეს პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 8 ბავშვთან, მოგვიანებით ჯანმრთელობის ორგანიზაციამ, მას უწოდა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი,  ეს აზიანებს ორ…

მეტი...

თბილისში ტაქსის მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან

ტაქსის ნებისმიერი კატეგორიის მძღოლი ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში ტაქსის, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების ტექსტირება მოხდება. „ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან თბილისის ტაქსის მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ. შესაბამისად,…

მეტი...

“პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება” – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სანამ პოლიტიკაზე დაიწყება საუბარი და გეგმების დაწყობა, აუცილებელია წესებზე შეთანხმება. როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, აუცილებელია შეთანხმება საერთო წესზე, იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. “არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ, ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. “ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო,”- ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან. ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ – იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს…

მეტი...