87 წლის ადამიანი სერიოზული კომორბიდებით, ოჯახის ექიმს „პულსი არ ესინჯება“

პედიატრი თამარ ობგაიძე იძულებული გახდა, სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოექვეყნებინა 87 წლის დედის მდგომარეობს შესახებ, რომელიც 24 საათზე მეტია 112-ისა და ოჯახის ექიმის რეაგირებას ელოდება.    „24 საათზე მეტი გავიდა 112-ზე შეტყობინებიდან. პაციენტი დედაჩემია, 87 წლის ადამიანი სერიოზული კომორბიდებით. ოჯახის ექიმი არ ჩანს!!! დღეს ვრეკავ 112-ზე ხელმეორედ. მეუბნებიან, რომ შემთხვევა გადაცემულია, მაგრამ რეაგირებას კლინიკიდან არც მათ უჩვენებს. კარგია, რომ პაციენტს პატრონი ჰყავს, თან ექიმი. კარგია, რომ მას ამწუთას ჩემი მეგობარი საუკეთესო ექიმები მართავენ და არ უჭირს, მაგრამ მე კითხვა მაქვს- ეს ადამიანი მარტოხელა რომ იყოს, მომკითხავი ვინმე უნდა ჰყავდეს დროულად თუ არა? მერე…

მეტი...

ინფიცირებული 299 ადამიანი ხელოვნურ სუნთქვზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 897 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 299 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 071, აჭარაში – 370, იმერეთში – 778. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ…

მეტი...

ვირუსით 31 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში,  კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 32, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  2 795   კვლევა. ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 469  ინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  229 169-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  220 442-მდე.

მეტი...