კორონავირუსით პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა

„კოვიდ 19“-ით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელის მომწერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე ვირუსს ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და კომაში იმყოფებოდა. „მედიაცენტრი მთავარი“  სამძიმარს გამოთქვამს ბატონი ტარიელის გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახის, ახლობლების, მეგობრებისა და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს.   

მეტი...

პოლიციამ მოძრაობა “საქართველოს” წევრი დააკავა

თელავის პოლიციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ფაქტს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოჰყვა, შედეგად დაზიანდა კარავი. პოლიციამ ადგილზე მოძრაობა “საქართველოს” წევრი გივი ცინცაძე დააკავა. ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია. მანამდე აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს. აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გუშინ მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. სამოქალაქო აქტივების თქმით, 1 იანვარს, პროტესტის ნიშნად, თელავის თეატრის წინ მდებარე კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა, მათი სიცოცხლე კი…

მეტი...

“ჩინეთში, სამ კვარტალში მშპ 0.7%-ით გაიზარდა“ – ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

საქართველოში ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩის  ლი იენის თქმით,  წლის პირველ სამ კვარტალში მშპ 0.7%-ით გაიზარდა. როგორც ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა,  მიმდინარე წელს,  ეკონომიკური ზრდის ტემპი 8,2%-მდე გაიზრდება. „კოვიდ-19-ის  გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა, რამაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ეკონომიკის კლებაც გამოიწვია. ჩინეთმა პირველ ყოვლისა ეპიდემია შეაჩერა, შემდეგ მუშაობა და წარმოება განაახლა და ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ათვისებას სრულად შეუწყო ხელი. ამ წლის პირველ სამ კვარტალში მშპ 0.7%-ით გაიზარდა და ქვეყანა ეკონომიკური კლებიდან ისევ ზრდაზე გადავიდა. ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა მსოფლიოში, რომელმაც  დადებით ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 8,2% -ს მიაღწევს. ჩინეთი აგრძელებს ყოველმხრივ გახსნილობას, ხელს უწყობს…

მეტი...

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციური დაწესებულების 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. „მიმდინარე წლის 4 იანვარს დაგეგმილია N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის PCR ტესტირების ჩატარება და ეტაპობრივად ტესტირება ყველა პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებს გაუკეთდებათ. შეგახსენებთ, covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მარტიდან პენიტენციური სამსახური კომპლექსურ ზომებს მიმართავს. ამ პერიოდიდან ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ შეიცვალა სისტემის მართვის მოდელი და თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ პრევენციის მიზნით, უნდა მოხდეს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის PCR ტესტების გაკეთება. აქამდე ხდებოდა ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება სპეციალურ საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული 912 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 300 ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 912 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 300 ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 3 004 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. “ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 91, იმერეთში – 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შტამი თურქეთშიც დადასტურდა

„კოვიდ 19“-ის ახალმა შტამმა თურქეთშიც შეაღწია. ამ ეტაპისთვის, ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა. მათ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. „მუტირებული ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც თურქეთში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდნენ. მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა, კვლევებისა და კავშირების გამოვლენა კიდევ გრძელდება “, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ. თურქეთმა ბრიტანეთთან მიმოსვლა ჩაკეტა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 183 თბილისში, 42 იმერეთში, 20 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 183 თბილისში, 42 იმერეთში, 20 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 91, იმერეთში – 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 – თბილისში, 457 – აჭარაში,…

მეტი...

დედაოების საცხოვრებელს ცეცხლი წაეკიდა

ოზურგეთში, მეუფე იოსების რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ დედაოების საცხოვრებელს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი ემსხვერპლა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი ემსხვერპლა.

მეტი...

“ნამდვილი მეორე ტალღა კიდევ გვექნება” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, კორონავირუსის ნამდვილი, მეორე ტალღა გაზაფხულზეა მოსალოდნელი. მას ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე მიაჩნია, რომ მოსახლეობა არსებულ ეპიდვითარებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. კულუმბეგოვის აზრით მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გაზრდა, მეტი ტესტირების ჩატარება, ასევე პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება. მისი შეფასებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ საჭიროებს. კულუმბეგოვი სრული შეზღუდვების დაწესების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას “ხალხის ემოციებზე თამაშს” უწოდებს: „ვაქცინა მსოფლიოში შეიქმნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის სრული რაოდენობა, რომ მოიცვას 2022 – წლამდე დრო დასჭირდება, ჩვენ მეორე და მესამე ტალღა კიდევ გვექნება გაზაფხულზე, ამიტომ არ…

მეტი...

ხვალიდან რეგულაციები ისევ ძალაშია და მაღაზიებიც იკეტება

2021 წლის 3 იანვრიდან, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები და რეგულაციები ისევ ამოქმედდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაიკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. გარდა აღნიშნულისა, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, ამ პერიოდში არ იმუშავებს საჯარო და კერძო სექტორი. მუშაობა შეეძლება მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს.

მეტი...

შრომის ინსპექცია დაუგეგმავად და მოულოდნელად შეგამოწმებთ

2021 წლიდან შრომის ინსპექციიის უფლებამოსილება იზრდება. მას შეუძლია, ოპერატორთან ან ნებისმიერ საწარმოში ნებისმიერ დროს მივიდეს და მოულოდნელი ინსპექტირება განახორციელოს.   შრომის ინსპექციას, შრომითი უსაფრთხოების გარდა, უფლება აქვს, შეამოწმოს შრომის უფლებების დაცვა. მათ შეუძლიათ, დაწესებულებებში გაფრთხილების გარეშე შევიდნენ.

მეტი...

შსს-მ სოფელ სათხაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ო.პ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ.-მ თანასოფლელები – 1988 წელს დაბადებული ს.ა., 2001 წელს დაბადებული ს.ბ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო 1996 წელს დაბადებულმა მ.ი.-მ. ს.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ 3 პირს…

მეტი...