სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინის საკითხში ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირლანდიის პრეზიდენტს მაიკლ ჰიგინსს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს ირლანდიის გაეროს უშიშროების საბჭოში არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც პატარა ქვეყნებისათვის მაგალითს წარმოადგენს. “საუბარი შეეხო ასევე, საქართველო – ირლანდიის 25 წლიან ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებს. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით დღეს, კოვიდპანდემიის პერიოდში. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“თადეოზ სარალიძე მონასტერში განწესდება” – საპატრიარქო

დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საეკლესიო სასჯელი დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. “საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით,” – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას, სადაც მან განაცხადა, რომ ბავშვების გარკვეული კატეგორია უმჯობესია მცირე ასაკში მოკვდეს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებით გამოეხმაურა და მას სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელი უწოდა.

მეტი...

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები განახლდა

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები განახლდა, პროცესი ოჯახმა საკუთარი ინიციატივით წამოიწყო. მოზარდი სახლიდან 2020 წლის 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ილია ფილფანს “ინტერპოლის” ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. ილია ფილფანის ნათესავები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოძიებაში არ არის, თუმცა მცდელობის შეწყვეტას არ აპირებენ. “პირველივე დღიდან მაშველები მუშაობენ მდინარე ენგურჰესზე, ჯვრის უღელტეხილზე, რადგან წლის დონემ ძალიან დაიკლო ნოემბრიდან და მდინარე კიდევ ერთხელ აქტიურად გამოიკვლიეს, ლენჯერიდან ჯვრის უღელტეხილამდე, თუმცა ილიას გაქრობის მომენტიდან არავითარი ახალი კვალი არ ჩანს. სერიოზული მოწმეც კი არ გამოჩნდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც რამე სიახლეს გვეტყვის. მე მივიღე დაზარალებულის სტატუსი,…

მეტი...

“ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მოსალოდნელი იყო” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მოსალოდნელი იყო. ამასთან, მისივე თქმით, ამას მოლაპარაკებების პროცესზე სავარაუდოდ არ ექნება გავლენა. „მოსალოდნელი იყო, ალეკო ამბობდა. გუშინ პოლიტპატიმრებიც გამოუშვეს და მგონია, რომ ალეკოსთან მიმართებით ყველაფერი პროგნოზირებადი იყო. არ მგონია, რომ ალეკოს პარლამენტში შესვლამ ცვლილება მოიტანოს, მოლაპარაკების მაგიდას თავისი პრობლემები აქვს. იქ განსხვავებული აზრის მიუღებლობის პრობლემაა. თუნდაც ალეკოს შემთხვევა ამის დასტურია. მგონი, ალეკოს პარლამენტში შესვლას მოლაპარაკებასთან კავშირი არ ექნება. ჩვენ მართლები ვიყავით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ვერ იტანენ და არ ენდობიან ერთმანეთს, რომ ამ მოლაპარაკებების ვერდასრულების მთავარი პრობლემა ეს არის. ვაპირებთ დარჩენილი დრო გამოვიყენოთ, რათა…

მეტი...

“გლოვერები Glovo-ს მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები” – Glovo-ს განცხადება

ტექნოლოგიური კომპანია Glovo, პარტნიორი კურიერების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებული პრობლემები კურიერების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული, რის შედეგადაც საბონუსე სისტემის ადაპტირებას გარკვეული დრო ესაჭიროება. კომპანიის განმარტებით, ისინი აქციაში მონაწილე გლოვერებისგან კონკრეტულ მოთხოვნებს ელოდებიან, რათა მათთან ერთად კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა შეძლონ. “ვაცნობიერებთ, რომ ახლა ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც შემსუბუქებისკენ მივმართოთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დავუჭიროთ მხარი და გავითვალისწინოთ როგორც გლოვერების, ისე Glovo-ზე განთავსებული ობიექტებისა და მომხმარებლების მდგომარეობა.  მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორ კურიერებთან, ვაცნობთ მათ ინფორმაციას ცვლილებებისა და საბონუსე სისტემების შესახებ. კურიერების ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით ყველა დასრულებული შეკვეთიდან და ბონუსით, რომელიც შეკვეთების რაოდენობასა და სამუშაო საათებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა,…

მეტი...

“მაგ რუკების ანალიზი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს მოვახდინეთ” – ივერი მელაშვილი დავით გარეჯში ჩავიდა

ივერი მელაშვილი დღეს დავით გარეჯში ჩავიდა. საზღვრის დემარკაციის საქმეში ბრალდებულმა საკუთარ პოზიციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. “მაგ რუკების ანალიზი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს მოვახდინეთ და ოდნავ გამოსაყენებელი რომ ყოფილიყო ეგ ჩვენი არგუმენტის გასამყარებლად, მერწმუნეთ, რომ გამოვიყენებდით. არ არის მაგ რუკები ნამდვილად გამოყენებადი დელიმიტაციის მიზნებისათვის. ცალკე განყენებული რუკა არაფერს არ ედარება, არც მიწათსარგებლობის მასალებს, არც სხვა წლების გამოცემის რუკებს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ეს არის ის ტერიტორია, რომელიც მოიცავს, დაახლოებით 16 არის მე მგონი თვითონ სამონასტრო კომპლექსს შიგნით და ეს არის დიდი ტერიტორია, რომელიც არის აბსოლუტურად საქართველოს ტერიტორიაზე.…

მეტი...

“სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმა გამოიწვია” – ცესკო

სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმა გამოიწვია, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ორგანიზაციის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, რომ ე.წ. 8-პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს, რაც უკვე მეორე არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა. სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას, საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.…

მეტი...

„…ერთხელაც, მოულოდნელად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ“ – ანთიმოზ ბიჩინაშვილი დავითგარეჯზე

„სხვადასხვა ტელევიზიებში 1000 სისულელე მოვისმინე, მელაშვილი და ილიჩოვა ლამის გმირებად შერაცხეს, სინამდვილეში დავითგარეჯში რა მოხდა და ვინ „გააპრავა“ აზერბაიჯანელი მესაზღვრების იქ დგომა არავის აინტერესებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სასულიერო პირი ანთიმოზ ბიჩინაშვილი წერს. „2003-2009 წლებში დავითგარეჯის მონასტერში ვცხოვრობდი. სანამ აზერბაიჯანლები გამოჩნდებოდნენ მონასტრის წინამძღვრის კურთხევით კვირაში ერთხელ თხემის წვერზე ავდიოდი აღდგომის ეკლესიაში. ადგილი სადაც 1617 წელს 6000 გარეჯელი, აღდგომა დღეს აწამეს. ტაძარს როდესაც დავალაგებდი, მერე სამღვდელო პარაკლისს ვიხდიდი სრულიად მარტო. ერთხელაც, მოულოდნელად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და თხემის წვერი, აღდგომის ეკლესიიდან ჩიჩხიტურის კოშკამდე დაიკავეს. მიზეზი, თითქოს საზღვარი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის თხემის წვერზე გადის და ეს ადგილები მათთვის სტრატეგიული სიმაღლეებია. საკითხის აბსურდულობა რაში მდგომარეობს? თხემის მხარე,…

მეტი...

“უახლოეს დღეებში გვეცოდინება, დაბალ და საშუალოგანვითარებული 51 ქვეყნიდან, რომელს შეარჩევს “კოვაქს” პლატფორმა „ფაიზერის“ ვაქცინის მისაწოდებლად” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გვეცოდინება 51 დაბალ და საშუალოგანვითარებული ქვეყნიდან, რომელს შეარჩევს “კოვაქს” პლატფორმა „ფაიზერის“ ვაქცინის მისაწოდებლად. მისივე ინფორმაციით, საქართველო შედის იმ 12 ევროპულ ქვეყანას შორის, რომელიც აკმაყოფილებს “ფაიზერის” ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მისაღებად საჭირო ყველა პირობას. „ასე იყო გაცხადებული, რომ იქნება გადაწყვეტილება, “ფაიზერის” ვაქცინის დაახლოებით, მილიონამდე დოზა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განთავსებულია COVAX პლატფორმაზე, რომელიც სწორედ უნდა მიეწოდოს და განაწილდეს 51 დაბალგანვითარებულ და საშუალოგანვითარებულ ქვეყნებზე და აქ სწორედ, რაც მე მაქვს ინფორმაცია, სერიოზული მსჯელობა მიდის, გუშინ, დღეს, ხვალ იქნება, ალბათ, და გვეცოდინება…

მეტი...

“ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ფაქტობრივად „ქართული ოცნების რიგებში“ შევიდნენ” – გია ბარამიძე

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ფაქტობრივად „ქართული ოცნების რიგებში“ შევიდნენ, – ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. „ბოლო პერიოდია, თვალს ვადევნებთ ამ ორი ადამიანის წვალებას, რომ რამენაირად საბაბი მოეძებნათ და პარლამენტში შესულიყვნენ. როგორც ჩანს, ეს იყო მათთვის მთავარი და არა პრინციპების ერთგულება. ესაა აბსოლუტურად გაუმართლებელი ქმედება. ისინი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ რიგებში შევიდნენ. პროცესები, რასაც თვალს ვადევნებთ, „ქართული ოცნების“ თამაშია, რომ გაყალბებით, ძალადობითა და ყოველგვარი დარღვევებით მიღებულ ე.წ. პარლამენტს როგორმე ლეგიტიმაცია შესძინონ. თუმცა, ამას ვერ შეძლებენ, რადგან ის ქართველი ხალხის ნებას…

მეტი...

“დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ჩვენ და „მოქალაქეებმა“, ღიაა სხვა პარტიებისთვისაც” – არჩილ თალაკვაძე

ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარტია “მოქალაქეების” პარლამენტში შესვლაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან კვლავ გაგრძელდება. „როგორც იცით, ჩვენ, როგორც სახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განვაცხადეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომ ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში, ჩვენ გაუმჯობესებული კანონმდებლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით, ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით. ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა…

მეტი...

“ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტია “მოქალაქეებთან” ერთად შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების დღემდე გაკეთებული ნაბიჯები არამხოლოდ პარლამენტარიზმისთვის, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მისივე განმარტებით, გიგა ბოკერიას რევოლუცია ქვეყანაში ვერ შედგება. “იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიები დარწმუნდებიან, რომ მათი ის სვლები იყო მათივე პარტიებისთვის წამგებიანი, რაც დღემდე გააკეთეს და არა მხოლოდ მათი პარტიებისთვის, არამედ ცუდი და დამაზიანებელია, ზოგადად, პარლამენტარიზმისთვის, საბოლოო ჯამში ქვეყნისათვის, მათი გეგმები არარეალურია. ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აჰკიდოს მან მოსახლეობას თავისი ჭკუით. 3%-იანი უმანდატო ლიდერის ჭკუაზე არ ივლის ეს…

მეტი...

ლევან იოსელიანი განმარტავს, რა შეთანხმება შედგა “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის

პარტია “მოქალაქეების” გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის თქმით, მმართველ გუნდსა და მის პოლიტიკურ ძალას შორის შედგა შეთანხმება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც ამ ქვეყანაში არჩევნებს ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნებს ნდობას. ამის შესახებ ლევან იოსელიანმა , მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. “დღეს ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომლის მოპოვებაც არ იყო იოლი. რომლისთვისაც ძალიან დიდი კამათი და ბრძოლა მოგვიწია, რომ ყველა პუნქტი, რომელიც შეთავაზებული იყო, წამოგვეღო როგორც შეთანხმების ნაწილი და აქ, ასახულია ყველაფერი, რაზეც თავის დროზე ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდა, ეს არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო რეფორმა. ერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, ეს…

მეტი...

“ჩამოყალიბდა ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი, რომელსაც აქვს ხედვა, შესაბამისი პირობების დაცვით, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზამთრის კურორტების გახსნის საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გუშინ და გუშინწინ ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა და უკვე შემდეგი შეხვედრის დროს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება. „ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი ჩამოყალიბდა. მათ აქვთ ხედვა, შესაბამისი პირობების დაცვით, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა. ძირითადად საუბარია აქ საბაგირო გზებზე, რადგან კერძო სახლებსა და აპარტამენტებში, ადამიანები ისედაც ისვენებენ. აქ საუბარია აღდგენაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვთხოვეს, ჩვენგანაც იყვნენ წარმომადგენლები გუშინ, გუშინწინ და…

მეტი...

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს. ელისაშვილის განცხადებით, ამის შესახებ შეთანხმება დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა. “ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მისი გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დეტალურად განვმარტოთ. ელექტრონული არჩევნების წესი, კარუსელის ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა,…

მეტი...

“კვების ობიექტებისთვის დაწესებული რეგულაციები ძალაში რჩება და მკაცრად გაკონტროლდება” – ბექა ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ის რეგულაციები, რომელიც კვების ობიექტებისთვის შემუშავდა, ძალაში რჩება. მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება მათი ზედმიწევნით დაცვა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების მიერ.  “ჩვენ ვხვდებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ ის პროტოკოლი და დადგენილი წესი, რომელიც გასული თვეების განმავლობაში დაწესდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა თუ სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული, რჩება ძალაში. მათი ზედმიწევნით შესრულება მკაცრად გაკონტროლდება, როგორც შრომის ინსპექციის, ასევე სხვა საზედამხედველო უწყებების მიერ,”- განაცხადა ბექა ფერაძემ. 

მეტი...

“პირველი თებერვლიდან სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ” – ეკატერინე დგებუაძე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ შვიდი დღის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დასწრებული ფორმით გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები,…

მეტი...

“ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე მეორე ტალღა, ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა” – ამირან გამყრელიძე

ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანამ გაიარა ძალიან მძიმე მეორე ტალღა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ბიზნესი გარკვეული რიგითობით უნდა გაიხსნას. „სექტემბრის შუა რიცხვებამდე გვქონდა ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ზოგადად შემთხვევების რაოდენობა იყო 1 500, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო დაბალი, სულ 19 გარდაცვლილი გვყავდა და ასე შემდეგ. შემდეგ ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე მეორე ტალღა. ძალიან მძიმე. არ ვისურვებდი, რომ ჩემმა ქვეყანამ ამ მასშტაბის მესამე ტალღა გაიაროს კიდევ. ამიტომ, მიუხედავად იმისა,…

მეტი...

“შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა” – “სამართლიანი არჩევნები”

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა. შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აცხადებს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, „სამართლიანი არჩევნების“ მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ ორგანიზაციამ ხელახლა, სიღრმისეულად შეისწავლა ხმების პარალელური დათვლის (PVT) შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები – სულ 850 უბანი, მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბანი და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბანი. მათივე ინფორმაციით, სააარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას ისეთი შემაჯამებელი ოქმების…

მეტი...

60 წლის ქალს ტრაილერი დაეჯახა

ბათუმში 60 წლის ქალს ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ტრაილერის მძღოლი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

მეტი...

ევროკავშირის ქვეყნებს, ვისაც ზედმეტი ვაქცინა დარჩებათ, საქართველოს გაუნაწილებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები რომლებსაც ვაქცინა დარჩებათ, საქართველოს გამოუგზავნიან.   „წელს, გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა “კოვაქსიდან”, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად და არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, – განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

43 მოლიდან, გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს მხოლოდ 13 აკმაყოფილებს

პირველი თებერვლიდან, მოლები და მაღაზიები მუშაობას განაახლებენ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, სპეციალურ საიტზე სულ რეგისტრირებულია , 43 მოლი, თუმცა, მოთხოვნებს მხოლოდ 13 აკმაყოფილებს. „2020 წლის 28 ნოემბრიდან, ჯამში შემოწმდა 50 433 ობიექტი, გაფრთხილება გაიცა 28 392-ზე, 6 018 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. 1 000-მდე ობიექტი დეტალურად გადამოწმდა რეკომენდაციების შესრულებაზე, დაჯარიმდა 49 ობიექტი და ჯამში განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 15 086 ობიექტზე და დადგინდა, რომ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. როგორც იცით, პირველი თებერვლიდან დაანონსებულია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და სიახლე, რომელიც ამ ნაწილში შემოდის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებაა. ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან…

მეტი...

რა პირობით შემოვლენ ტურისტები საზღვარზე და გადაიყვანენ თუ არა კარანტინში? – მინისტრის განმარტება

„პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავეთ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეალობაზე მორგებული ახალი შემსუბუქებული რეჟიმი. მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავამ ისაუბრა იმ შემსუბუქებულ რეგულაციებზე, რომელიც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებზე, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემთხვევაში გავრცელდება.  “პირველი თებერვლიდან აღდგება რეგულარული ფრენები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ახალი რეალობის მორგებაზე როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისათვის.…

მეტი...

მოქმედი რესტორნები ხვალ უმოქმედოები გახდებიან – პროტესტი მთავრობას

ხვალ, თბილისში მოქმედი რესტორნები, რომლებიც პანდემიის გამო  გატანის სერვისზე მუშაობდნენ, ფუნქციონირებას შეწყვეტენ და ასე გამოხატავენ პროტესტს მტავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა“, შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება. „მთავრობამ და ეპიდემიოლოგებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ გახსნან რესტორნები. შესაბამისად, მათ ამ ქმედებით სფეროს განადგურებას შეუწყვეს ხელი. ხვალ  შევიკრიბებით მთავრობის კანცელარიასთან 15:00 საათზე და მთლიანად გავაჩეროთ სარესტორნო მომსახურება. დაინახავს  ხელისუფლებას, როგორი შეიძლება იყოს რესტორნების გარეშე არსებობა. ეპიდემიოლოგებმა უნდა გაიგონ და გაითავისონ, რომ ბიზნესის გაჩერება არ შეიძლება“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ შოთა ბურჯანაძემ. 30 იანვარს მუშაობას 125…

მეტი...

ვისაც PCR ტესტი არ ექნება, თვითმფრინავში არ დაუშვებენ

„მივმართავთ ავიაკომპანიებს თხოვნით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა და ავიაკომპანიებს მიმართა. მინისტრის თქმით, მომდევნო კვირიდან ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან და  ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. „ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია. შემდეგი კვირიდან ძალიან აქტიურად, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით, დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან სწორედ…

მეტი...

იხსნება – სავაჭრო ცენტრები, მოლები, ინდმეწარმეები, 15-დან კი ბაზრობები

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან კარგად იცნობს სარესტორნო ქსელების პრობლემებს და მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ყველაფერის ერთ დღეში გახსნა ვერ ხერხდება.   „თუ ყველამ ერთად გადავინაწილეთ პასუხისმგებლობა, რესტორნები არა მხოლოდ აჭარაში, დანარჩენ საქართველოში იმუშავებენ. ამისი იმედი მაქვს, თუმცა, გარანტია არავის აქვს, რადგან მოულოდნელობებით ხასიათდება ეპიდემიასთან ბრძოლა და პანდემიის დაძლევა ჯერ არ მიღწეულა. რაც შეეხება რესტორნების მძიმე მდგომარეობას, ნამდვილად მძიმეა მათი მდგომარეობა და ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ.  მათი ყველა პრობლემა ვიცით“ – განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, საუბარი და მსჯელობა მიდის 15 თებერვლიდან ტრანსპორტისა და სკოლების გახსნაზეც.     …

მეტი...

„არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ პირველი თებერვლიდან ტურისტები შემოვლენ“ – მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან საზღვრის გახსნა არ ნიშნავს, რომ საქართველოში ტურისტები შემოვლენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ მხრივ, შედეგებს გვიან გაზაფხულზე უნდა ველოდეთ.   „საუბარია არა საზღვრის საყოველთაო გახსნაზე, არამედ მხოლოდ საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორებზე და მათთან მიმართებაში გარკვეულ ცვლილებებზე. სახმელეთო საზღვრებს რაც შეეხება, ეს მეტი რისკის მატარებელია  და ჩვენ დაკვირვების რეჟიმში ვამყოფებთ ამ სიტუაციას. არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენთან ტურისტები ჩამოვლენ. ამის საშუალებას არც გლობალური ვითარება იძლევა, იმიტომ, რომ პანდემიაა და ადამიანები ერიდებიან მგზავრობას. აქ საუბარია პირველ, ეტაპობრივ სიარულზე, პირველ ვიზიტორებზე, რომლებიც შემოვლენ…

მეტი...

“მირჩევნია უკან წავიდე ციხეში, ვიდრე ოპოზიციიდან ვიღაც გაქანდეს და შევიდეს პარლამენტში” – ივერი მელაშვილი

„რაკი ამდენი ხალხი შეიკრიბა და გადაწყვიტა, მაშინ უნდა სცე პატივი შენს გადაწყვეტილებას. მე მირჩევნია უკან წავიდე ციხეში, ვიდრე ოპოზიციიდან ვიღაც გაქანდეს და შევიდეს პარლამენტში“, – ამის შესახებ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა. „მაქვს საფუძველი, რომ ეს ასეც იყოს ანუ სუფთად პოლიტიკური ფონი იყოს, იმიტომ რომ ბატონმა ალეკომაც გააკეთა ესეთი განცხადება, აქცენტი აი პოლიტპატიმრებზე და თითქოს პროკურატურამაც ეს გამოიყენა. ყველაფერი შესაძლებელია. ცალკე საზოგადოება, ცალკე პოლიტიკოსები, ცალკე მასმედია ყველას მადლობა, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ არც მაგის გაუთვალისწინებლობა არ იქნებოდა, რომ ვინმე ოღონდ შეიყვანოს პარლამენტში და ამის გამო, პოლიტიკური ქულების დასაწერად, აი ნახე ივერი მელაშვილი…

მეტი...

“შესაძლოა, პროკურატურას ერჩივნოს, დავით გარეჯის საქმე თაროზე იყოს შემოდებული” – ადვოკატი

ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყეტილება სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობის გარეშეც უნდა მიეღო. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, არც გუშინ და არც მანამდე პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, რადგან ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი საერთოდ არაფერში არ მიუძღვით. „კანონმდებლობა უცნაურად არის მოწესრიგებული და გარკვეულწილად არ გვაძლევს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა ეს ჩანაწერები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ჩვენ გავასაჩივრებთ აუცილებლად. ჩვენ პროცესზე დავაფიქსირეთ, რომ 30 000 და 20 000 ივერი მელაშვილისთვის არის გარკვეულწილად მძიმე ტვირთი. ეს არის მძიმე ტვირთი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის დღეის მდგომარეობით, მათ შორის პანდემიიდან…

მეტი...

დონალდ ტრამპი ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს ხვდება

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიას 2022 წლის არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა. შტატების ყოფილი პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერს, კევინ მაკკარტის შეხვდა.შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს კლუბში შედგა, სადაც ექსპრეზიდენტი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ცხოვრობს.

მეტი...

“2020 წელს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში შეპასუხება მხოლოდ შვიდ საქმეზე ეთხოვა, რაც ისტორიული მინიმუმია” – იუსტიციის სამინისტრო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მინიმუმამდეა დაყვანილი იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ კითხვით მიმართა საქართველოს. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სასამართლომ მხოლოდ შვიდ საქმეზე მიმართა კითხვით საქართველოს მთავრობას, რაც ევროსაბჭოს წევრობის პერიოდში რეკორდულად მცირე მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2009-2011 წლებში, საშუალოდ, 45-50 საქმე იგზავნებოდა საპასუხოდ, ხოლო 2017-2019 წლებში –  15-25. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების უმეტესობა ევროპული სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცხადდება ისე, რომ საქართველოს მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საჭიროებაც არ არსებობს. „ასეთი მცირე რაოდენობის საქმეები…

მეტი...

პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი ხვალ მიტანის სერვისს შეწყვეტს

პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი ხვალ, 24 საათით, მიტანის სერვისს შეწყვეტს, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. „ლოქდაუნის გამო, ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანისა და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე“, – აღნიშნულია რესტორატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ხვალ მთავრობის კანცელარიის წინ, საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. „ხვალ, 15:00 საათზე ვუერთდებით მშვიდობიან…

მეტი...

მსოფლიოში უკვე 83 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 102 მილიონს აჭარბებს მსოფლიოში. მზარდი სტატისტიკის გამო, 28 თებერვლამდე კარანტინს ახანგრძლივებს დანია. შეზღუდვები თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება პოლონეთსა და პორტუგალიაში. კარანტინის გახანგრძლივების მიუხედავად, პოლონეთში პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნება. მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად ვრცელდება ვირუსის ახალი სახეობები. კოვიდ-19-ის ე.წ. აფრიკული შტამის გავრცელების პირველი შემთხვევები შეერთებულ შტატებშ​​ი დაფიქსირდა. გერმანიის ვაქცინის კომიტეტის გადაწყვეტილებით კი, ჯერჯერობით, არასაკმარისი მონაცემების გამო კომპანია “ასტრაზენკას” ვაქცინა 65-წელს გადაცილებულ პირებს არ ჩაუტარდებათ. კომპანია “ნოვავაქსის” ვაქცინამ კი ბრიტანეთში ჩატარებული ცდების დროს 89% ეფექტიანობა აჩვენა, მათ შორის ბრიტანული შტამის მიმართ. მსოფლიოში უკვე 83 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა გაეროს გენერალურმა მდივანმა…

მეტი...

“2020 წელს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა – 6.1 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

მეტი...

ტაქსის მძღოლმა მეორე პირს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა

ვანის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს. მას აღანიშნულ დროს სასჯელი სრულად ექნება მოხდილი. ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

მეტი...