როგორ მძიმდება კორონავირუსი და როგორია დაავადების გართულების სიმპტომები?!

„COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (გასნაკუთრებით მე-6-12 დღეებზე). ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე“- აცხადებს იფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და მოსახლეობას რჩევებს აძლევს.    „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე ან მძიმე თანხმლები დაავადებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სასწრაფოს/ოჯახის ექიმს/COVID კლინიკას“ – ამბობს ინფექციონისტი და იმ ძირითად ნიშნებზე საუბრობ, რასაც ყველამ ყურადღება უნდა მიაქციოს.    დაავადების დამძიმების ნიშნებია: · გამოხატული სუნთქვის უკმარისობა; · ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას; · ტაქიკარდია>100; · მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;…

მეტი...

“გვაქვს შესაძლებლობა, მინიმუმამდე დავიყვანოთ გარდაცვალების მაჩვენებელი” – თენგიზ ცერცვაძე  

„COVID-19-ით პაციენტების დროულად მომართვის შემთხვევაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისივე შეფასებით, მთელი COVID-19-ის პანდემიის მანძილზე საქართველოსაქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის (ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,23%). „ასე იყო გაზაფხულ-ზაფხულზე, ასე იყო COVID-19-ის პანდემიის პიკის პერიოდშიცდა ასეა ახლაც. ასე მაგალითად, ბოლო 10 დღის მანძილზე საქართველოში დღეში ფიქსირდება COVID-19-ით გარდაცვალების 10-დან 20-მდე შემთხვევა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაშიც. მაგრამ ჩვენთვის ესეც მტკივნეულია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად შეამციროს და მინიმუმამდე დაიყვანოს…

მეტი...

„ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პარტიებისთვის ხელმოსაწერად“ – არჩილ თალაკვაძე

„მემორანდუმში წერია ის, რაზეც თანხმობა იყო პოლიტიკური დიალოგის დროს პარტიებს შორის მაგიდის გარშემო, ამიტომაც ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პარტიებისთვის ხელმოსაწერად. სწორედ ამ პირობებზე გვქონდა დაახლოებული ჩვენი პოზიციები მოლაპარაკების წინა რაუნდებზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „მოქალაქეებთან“ ხელმოწერილ მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადებები, რომ ეს მემორანდუმი არაფერს ნიშნავს, პოლიტიკური უსინდისობაა. „ეს არის ზუსტად ის  პაკეტი რეფორმების, რაზეც მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ პოზიციები გვქონდა დაახლოებული. შესაბამისად, ენდობით თუ არა იმ პარტიებს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ ეს კარგი რეფორმებია და დღეს ამბობენ, რომ მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,…

მეტი...

“Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  საქართველოში თებერვლის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები შემოვა. “Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა! ​მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება,”- წერს გიორგი გახარია. 

მეტი...

„შემოვარდა „სუს“ –  ის მანქანა და აქციის მონაწილეს ეჯახებოდა” – ინციდენტი აქციაზე

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა ქუთაისში, იმ ადგილას, სადაც საპროტესტო კარავია გაშლილი. როგორც აქციის მონაწილე „მედიაცენტრ მთავრთან“ ამბობს, მსუბუქი ავტომანქანა მაღალი სისწრაფით კარვის მიმართულებით დაიძრა და მიზანმიმართულად ეჯახებოდა ერთ – ერთ მონაწილეს. „ვიდექით აქ, უცებ დიდი სისწრაფით მომავალი „სუს“ – ის ავტომანქანა წამოვიდა ჩვენი მიმართულებით, გეზი პირდაპირ ერთი გოგონასკენ ჰქონდა აღებული, ხელი რო არ გვეკრა დაეჯახებოდა, ამის შემდეგ დავედევნეთ და პოლიციამაც საპირისპირო მხრიდან გზა გადაუჭრა და როგორც ვიცი დააკავა, ხელისუფლებას, როგორც ჩანს დისკომფორტს უქმნის პროტესტის ეს მშვიდობიან ფორმა, ვეცდებით უფრო რადიკალურები ვიყოთ,“ – განაცხადა ქუთაისის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი…

მეტი...

შსს-მ სამსახურიდან დაითხოვა სამი პოლიციელი, რომელთა მეშვეობითაც, მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთ ოპოზიციონერს გადაეცა

შსს-მ სამსახურიდან დაითხოვა პოლიციის სამი თანამშრომელი, რომელთა უკანონო ქმედების შედეგად, მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთ ოპოზიციონერს გადაეცა და შემდეგ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დასკვნის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი სამსახურიდან დაითხოვეს. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია. პოლიციის თანამშრომელმა…

მეტი...

“ფეხიც არ მივადგათ აქციაზე, სადაც პოლიტიკოსებს კუთხეში ატუზვას დაგვავალებენ, სულიც ამოხდომიათ” – შალვა ნათელაშვილი

აქციის ორგანიზატორები, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკოსები არ უნდა მივიდნენ ისეთ აქციებზე, სადაც მათ „კუთხეში ატუზვას დაავალებენ“. „ნებისმიერი აქციის ორგანიზატორნი, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა, რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ, იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ. სულიც ამოხდომიათ. თუ ვერ გაიგეს, რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული, მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არ ჰქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა…

მეტი...

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრებს კეტავს. ქვეყანაში შესვლის წესები ევროკავშირისთვისაც მკაცრდება. გაერთიანების ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ COVID ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტსა და სატრანზიტო ჰაბებში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთ კვირაში მაღაზიების ხელახლა დახურვა იგეგმება საბერძნეთში, სადაც სკოლების გახსნა ისევ გადაიდო. სასწავლო პროცესი საბერძნეთში ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს. შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება. ევროპულმა გაერთიანებამ საგანგებო ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანულ-შვედურმა კომპანია “ასტრაზენეკამ” განაცხადა, რომ შესაძლოა, მათი ვაქცინის ევროკავშირისთვის დროულად მიწოდება ვერ მოხერხდეს.…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 253 თბილისში, 139 იმერეთში, 72 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 253 თბილისში, 139 იმერეთში, 72 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 989 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 257 632-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 248 537-მდე. ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 159-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 669 პირს დაუდასტურდა, 637 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 989 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით –  13 126, პისიარტესტით – 6 863. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 257 632   შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 248 537 გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 530, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 694 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 311 პირი. ამასთან, 29 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.

მეტი...

პანდემიით გამოწვეული კრიზისი და ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომა 

​კოვიდ 19-ის პერიოდში არსებული გამოწვევები, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან რეაგირების პროცესში გადადგმული ნაბიჯები, 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა იყო მთავარი საკითხები, რაც ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომაზე განიხილეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომა პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამუშაო ადგილების დაცვა, ინვესტორებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა.  საბჭოს წევრებმა 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და გატარებული რეფორმები შეაჯამეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდ 19-ის პერიოდში არსებულ…

მეტი...

„5 – ზე ვარკეთილის მეტროსთან გელოდებით თქვე „ახვრებო“ .. მაინც ამოგთხით“ – ქუჩურ გარჩევებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ადანაშაულებენ

რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება გრძელდება. „მედიცენტრ მთავარს“  სამოქალაქაო აქტივისტები დაუკავშირდნენ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით ნებიერიძეს, ბულინგს, შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. ფეისბუქზე მრავალათასიანი ჯგუფის „სახალხო ეროვნული მოძრაობა“ -ს ადმინისტრატორი ბადრი ნატროშვილი ამბობს, რომ დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში მათი ჯგუფის გამოყენებას და საკუთარი თავის გაპიარებას ითხოვდა, როგორც ნატროშვილი ამბობს უარის მიღების შემდეგ ნებიერიძე ღია მუქარაზე გადავიდა. „მედიაცენტრ მთავარს“ ბადრი ნატროშვილმა ე.წ  „სქრინები“ წარუდგინა, სადაც მათი და დავით ნებიერიძის დაპირისპირებაა ასახული. საჯარო მიმოწერაში ნებიერიძე,  ბადრი ნატროშვილს და  ერთ- ერთ აქტივისტ ქალბატონს, ნინო ხარაიშვილს ვარკეთილის მეტროსთან „საქმის გასარჩევად“ იბარებს. ჩვენ…

მეტი...

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საფრანგეთი საზღვრებს კეტავს

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის საზღვრებს კეტავს. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა გამოაცხადა. ახალი ზომები ძალაში კვირიდან შევა. „გარდიანის“ ცნობით, ახალი რეგულაციები შეეხება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსაც, თუმცა არა სატვირთო გადაზიდვებს. ზომები მკაცრდება ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც, რომელთაც საზღვარზე კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ. მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საფრანგეთი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო კარანტინის მესამედ გამოცხადებას.

მეტი...

„შეასრულეს ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანებები“ – პროკურორი მელაშვილ-ილიჩოვაზე  

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით,  ზემდგომი პირების ბრძანებები შეასრულეს. ამირან გულუაშვილის განმარტებით, სწორედ ეს იყო მათი ინტერესი.   “კარტოგრაფიული მიმართულება, მიუხედავად იმისა, ივერი მელაშვილი არ არის კარტოგრაფი, ის არის მიწათამზომველი განათლებით და ამაში ძალიან დიდი სხვაობაა. უფრო მეტიც, არც ერთი ბრალდებული არ ეწევა მეცნიერულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ მეცნიერებად მოიხსენიებს. ამ ყველაფერის მიუხედავად, ისინი იყვნენ ექსპერტების ფორმით ჩართულები კომისიაში, უფრო მეტიც, ისინი ურთიერთობდნენ მეორე მხარესთან, განსაკუთრებით ივერი მელაშვილი და თავად რუკების შედგენა, კარტოგრაფიული სამუშაო, ფაქტობრივად,…

მეტი...

„მათ ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს“ – პროკურორი მელაშვილ-ილიჩოვაზე

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა არც კი დაწუებულა, მათ  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და გათავისუფლება საქმის დასრულებას არ ნიშნავს. აღნიშნულ თემაზე პროკურoრმა „კურიერის” ეთერში ისაუბრა. “აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა,  არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ…

მეტი...

„ეამაყება, ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს“ – საპატრიარქოს მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებაზე  

“ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით…“ – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. “საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ. ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს; მნიშვნელოვანია…

მეტი...