“დეკანოზმა გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია” – ელჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს

ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველში რან გიდორი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საჭირო ზომას უნდა მიმართოს, რომ ანტისემიტიზმის აღმოცენება შეაჩეროს. დიპლომატის თქმით, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია „გადმოანთხია”. „ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური…

მეტი...

რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის.  გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ ხანძრის 4 კერაა დარჩენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ერთზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უწყვეტი სამუშაოების შედეგად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის. ამბროლაურში, სოფელ აბარში და ონში, სოფელ ონწევი ჭოლას მიმართულებაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ მიმართულებით მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის 4 კერაა…

მეტი...

რა შეღავათს მიიღებს ბიზნესი 6 თვის განმავლობაში – მინისტრის განმარტება

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, ბიზნესი გარკვეული შეღავათებით ისარგებლებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა ის კონკრეტული ცვლილებები, რომელიც  საგადასახადო კოდექსში ბიზნესის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. „პირველი დახმარება – 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. ამ შეღავათის არსი მდგომარეობს, რომ დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ, ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ეს არის ზუსტად ის ზომა, რა საკომპენსაციო პაკეტიც გაზაფხულზე გავაკეთეთ. სავარაუდო თანხა გამოყოფილია 270…

მეტი...

ვინ მიიღებს 200 ლარიან დახმარებას – მინისტრის განმარტება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც 2020 წელს 2 თვე მაინც იმუშავა, თვეში 200 ლარიან სახელმწიფო დახმარებას მიიღებს. დეტალურად, ვინ მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას, ფინანსთა  მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა. „პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ცვლილებებმა შესაძლებლობა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა. პირველი არის 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა. პაკეტი  გავრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა – ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე არის მეორე პირობა,…

მეტი...

ახალი დახმარების პაკეტის მისაღებად განცხადების მიღება დღიდან იწყება

საქართველოს მოქალაქეებს, სოციალური დახმარების პაკეტის მისაღებად სპეციალური განცხადებების შევსება დღეიდან შეუძლიათ. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დახმარების მიზნობრივი პაკეტი რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ·        1 200 ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში; ·        მეორე ნაწილი – ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა; ·        ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა; ·        18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები მორიგი სოციალური დახმარების პაკეტს მიიღებენ

„ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ. „პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი…

მეტი...

სოხუმი თბილისის დახმარებაზე უარს ამბობს – აფხაზეთში ხანძარს ვერ აქრობენ

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას სთავაზობს, თუმცა, ე.წ. დეფაქტო ხელისუფლება უარზეა. „ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ გვჭირდება,, ჩვენი სამსახურები ხანძარს კარგად უმკლავდებიან“  – ასეთია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას გზავნილი. რამდენიმე დღეა, აფხაზეთის რამდენიმე რაიონში ძლიერი ხანძარია. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა. გაგრაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებსაც კი მიუახლოვდა. ხანძარს დასახლებული პუნქტიდან სულ რაღაც 150 მეტრი აშორებს. სუს-ის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან შესთავაზა, მათ შორის სპეციალური ვერტმფრენებით დახმარებაც, თუმცა, უარი მიიღო.   

მეტი...

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის ნაცნობ, 26 წლის ქალთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ძალადობის მუქარით ოქროს სამკაულები გასტაცეს. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებულმა დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განახორციელა.

მეტი...

“როდესაც მყარია დემოკრატიული ინსტიტუტები, პრეზიდენტიც კი შეზღუდულია უკანონო და არასწორ ქმედებებში” – ელენე ხოშტარია აშშ-ს მოვლენებზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ მომხდარი აშშ-ს დემოკრატიას ვერ შეარყევს. “ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ყველაზე უფრო ხანგრძლივი, მძლავრი, დიდებული და თავისუფალი დემოკრატია, რომელიც არსებობს ან არსებობდა მსოფლიოში. ამიტომ, მე არ მგონია, რომ რაიმემ ხელი შეუშალოს მის განვითარებას, პროგრესს, რომელსაც ის ყოველდღიურად აკეთებს. არ და ვერ შეარყევს დემოკრატიას და აშშ-ს სწრაფვას, ხელი შეუწყოს სხვა ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას, კანონის უზენაესობას,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  იმავე აზრზეა ელენე ხოშტარიაც. მისი შეფასებით, ეს არის მაგალითი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე განაპირობებს თუნდაც ძალაუფლების მქონე პირის არასწორი ქმედებების…

მეტი...

„განზრახ არ მომიკლავს“ – გიორგი ახლოური

ძმის მკვლელობაში ბრალდებული, 21 წლის გიორგი ახლოური წინასწარ პატიმრობაში დარჩა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულს ჰქონდა მცდელობა გაენადგურებინა მტკიცებულებები, მისივე ინფორმაციით ბრალდებულს აქვს მიმალვის საშუალება გერმანიაში. ადვოკატი 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდებულმა დღეს პირველად დაარღვია დუმილი: „განზრახ არ მომიკლავს“ – განაცხადა პროცესზე გიორგი ახლოურმა. ახლოურების მამა, რომელიც არის ირიბი მოწმე ამბობს, რომ მისმა უფროსმა შვილმა თავად გამოუძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ოჯახი გარდაცვალებას გამომძიებლის ქცევას აბრალებს: „მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო პატარა ჭრილობა, ბავშვები ლაპარაკობდა კლინიკაში და არ ჰქონდა ისეთი ჭრილობა, ეს იყო შემთხვევითობა, გიორგის უთქვამს გამორთე ტელევიზორი ვერ ვიძინებო და ამას…

მეტი...

თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა

მომღერალ თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნება, რის გამოც რამდენიმე კვირაა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს. მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულია მისი მეუღლე ლილი ზღვაურიც.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსის 274 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 085 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსის 274 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 579 567-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 4 085 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 365 317-ს მიაღწია. შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 919 418 ადამიანია აცრილი.

მეტი...

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგ ახლოურს პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგ ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დისტანციურად გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი, დაფიქსირდა 47 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ განაცხადა. მისი თქმით,  ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 75 პაციენტი  მკურნალობს, მათგან 21 რეანიმაციულ განყოფილებაში. “გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა,” – განაცხადა გია კიკაბიძემ.

მეტი...

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტური აღმოჩნდა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს, – ამის შესახებ ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, ვაქცინა ვირუსის ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორედ აღნიშნული მუტაციაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდებიან. ლაბორატორიული კვლევა იმ ადამიანებიდან აღებული სისხლის ნიმუშებზე ჩატარდა, რომლებსაც აცრა გაუკეთეს. კომპანია Pfizer-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის, ასევე სხვა 15…

მეტი...

თბილისში 12 წლის მოზარდი ცამეტსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა

12 წლის მოზარდი ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 13 სართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

ავღანეთში 32-ე ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შესასრულებლად გაემგზავრნენ. ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილა. ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. ] მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება) გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად…

მეტი...

“შორენა თეთრუაშვილის პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია” – ცისანა შარტავა

დღეს გახდება ცნობილი, განმეორებითი ტესტირებითაც დაუდასტურდება თუ არა კორონავირუსი კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს – შორენა თეთრუაშვილს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გამოუვლიდა. თეთრუაშვილი ახლა იზოლაციაში იმყოფება.  პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა “კურიერთან” აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილის პასუხის გაგების შემდეგ გადაწყდება, დასჭირდება თუ არა ტესტირების ჩატარება ილია მეორეს.  “წუხელ, გვიან მოსული პასუხი იყო საეჭვო დადებითი. ვნახოთ, დღეს რა იქნება. 3 საათამდე უკვე გვეცოდინება საბოლოო პასუხი და გუშინდელივით, განცხადება გაკეთდება. ღმერთმა ინებოს და ყველაფერი კარგად იყოს, ამის შემდეგ ექიმები იმსჯელებენ, დასჭირდება თუ არა პატრიარქს ტესტირება. ყველაფერი ეპიდმითითებების დაცვით ხდებოდა, სხვას ყველას უარყოფითი პასუხი მოუვიდა და ვნახოთ ახლა რა იქნება,”- აცხადებს პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა.

მეტი...

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თვითმხილველმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ინციდენტში მონაწილე პირები. ფაქტზე არ საუბრობენ ადგილობრივები, ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ სოციალური ქსელით გაიგეს.

მეტი...

19 წლის ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი დანაშაულს არ აღიარებს

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. ადვოკატი გირაოს რაოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნულს სასამართლო პროცესზე ბრალდებულთან შეათანხმებს. თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს. გაჩეჩილაძის განმარტებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისი თქმით, კონფლიქტი ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. „ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს. ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს და ჩანიშნულია პროცესი. ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობს. ჩვენ გვინდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოვითხოვოთ. შევეცდებით, დავასაბუთოთ, რატომ უნდა იყოს გამოყენებული გირაო…

მეტი...

“ინფიცირებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური” – “ვივამედი”

ციხეებში კორონავირუსის მაჩვენებელი იზრდება. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტირების შედეგად, ოთხ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სულ კვლევა ჩაუტარდა 46 პატიმარს. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში: “მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ, უტარდებათ აუცილებელი კვლევები და ის მკურნალობა, რაც მიღებულია ამ დაავადების დროს. ესენი იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ.  46 პირიდან, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი დაუდასტურდა 4-ს,” –  აცხადებს  საუნივერსიტეტო კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

მეტი...

სენაკში ყელგამოჭრილი მამაკაცს, რომელიც გარდაცვლილი საკუთარმა მამამ ნახა, ექსპერტიზა ჩაუტარდა

სენაკში, სოფელ კოტიანეთში, შობის ღამეს მამამ საკუთარი შვილი ყელგამოჭრილი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახა. 32 წლის ავთო გრიგოლიას ცხედარს სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული აქვს ცივი იარაღით. ცხედარს ორივე ხელზე დაზიანებები აღენიშნება.  პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან საკანცელარიო დანა ​ამოიღო.  გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და მშობლიურ სოფელში დღეს გამთენიისას გადაასვენეს. რა მოხდა სენაკში – გამოძიება მოწმეებს კითხავს. მეზობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი კონფლიქტური არ ყოფილა და მისი სიკვდილი ყველასათვის მოულოდნელი იყო. 

მეტი...

“ჯერ საფრაგეთის მოქალაქეობა იყიდა, ახლა საპატიო ლეგიონის ორდენს ყიდულობს” – მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

„ჯერ საფრაგეთის მოქალაქეობა იყიდა, ახლა ყიდულობს საპატიო ლეგიონის ორდენს,“ – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცახადა ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭეების საკითხთან დაკავშირებით. “იყო ასეთი ცენტრალური აფრიკის იმპერატორი ბოკასა, როდესაც ჩამოაგდეს, მაცივარში უპოვეს პატარა ბავშვების სხეულები, იყო კანიბალიზმით დაკავებული. ბოკასას ჰქონდა 3 ორდენი ლეგიონის. საპატიო ლეგიონის ორდენი აქვს მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს და სხვადასხვა ხარისხის. იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა საფრანგეთის ელჩისგან, რომლის მეუღლესაც რაღაც დაუბრუნა, როგორც საჩუქარი პარიზის ცენტრში, ჩვენ დროს რომ ელჩი იყო, მაშინდელ ელჩზე ვლაპარაკობ (ერიკ ფურნიე), იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ქვეყნის მასშტაბით 5265 კვლევა ჩატარდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა საოპერაციო შტაბმა COVID-19-თან დაკავშირებით უახლესი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. “ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3320 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236028-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224189-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2728 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი…

მეტი...

აბაშის მინიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში შობის ღამეს ყაჩაღობა მოხდა. 81 წლის მოხუცი შეიარაღებულმა ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა – 500 ლარი. შსს მომხდარ ფაქტს სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით იძიებს.

მეტი...

500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყანაში არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა თუ მინდვრის ხანძრის 7 კერაზე. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამ ხნის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.  არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენლია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.  შვიდი კერიდან  4 სამეგრელოშია, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.  2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში,…

მეტი...

“ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთს დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან სთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოებში ქართული მხარე არ ჩართულა” – სუს – ი

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან სთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოებში ქართული მხარე არ ჩართულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. „ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან, უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს. არის მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ჯერჯერობით, ქართული მხარე სამუშაოებში არ ჩართულა, თუმცა ნებისმიერი მიმართულებით სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ“,-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ე.წ.სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში, 47 აჭარაში, 44 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში, 47 აჭარაში, 44 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 265 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 945, „პისიარ“ ტესტით – 3 320. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 224 189 გამოჯანმრთელდა, 2 728 კი, გარდაიცვალა. ამასთან, 7 იანვრის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს საქართველოში კორონავირუსი  1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 პირი გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის მიზეზს განმარტავს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ირაკლი აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის მიზეზს განმარტავს. „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით 2021 წლის 6 იანვარს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. როგორც საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, „საქართველოს რაგბის კავშირმა“ პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება ვერ შედგა. ასეთ შემთხვევაში წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, სადაც პირველი კრებისგან განსხვავებით, კვორუმისთვის, ნაცვლად ნამდვილ წევრთა ხმათა 2/3-სა, საჭიროა ნამდვილ…

მეტი...

2020 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 132 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 046 ფაქტი დაფიქსირდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 424 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 279 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 241, ქვემო ქართლში – 216, აჭარაში – 221, შიდა ქართლში – 188, მცხეთა-მთიანეთში – 72, გურიაში – 39, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი…

მეტი...

PCR ტესტირების შედეგად, 46 პატიმრიდან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად 46 პატიმრიდან covid-19 ოთხს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 იანვარს სამოქალაქო კლინიკაში მყოფ 46 პატიმარს PCR ტესტირება ჩაუტარდა. მათ შორის არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. „7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი – N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი…

მეტი...

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს იანვრის ბოლოს ელიდებიან

არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლოს გაიმართოს. ოპოზიციის განცხადებით, შეხვედრისთვის გარკვეული ნიადაგი და საფუძველი ჯერჯერობთ არ ჩანს და არც რაიმე სახის კონსულტაციებს ქონია ადგილი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ოპონენტები მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. უცვლელია მათი მოთხოვნებიც. “როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იანვრის ბოლოს უნდა შედგეს მე-5 რაუნდი და ეს შემდეგ დაგვანახებს ამ მოლაპარაკებების პერსპექტივას,” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას აცხადებენ “ლელოშიც”. საბა ბუაძის თქმით მოთხოვნები კვლავ უცვლელია და გულისხმობს ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის ცვლილებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციისთვის…

მეტი...

ამერიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ

ამერიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტისთვის მზადებას აანონსებს. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 12 დღე რჩება. ბაიდენის ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი საკუთარი მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას გმობს და აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემა. გუშინ ვაშინგტონში მომხდარ მოვლენებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციამ 68 პირი დააკავა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული ვ.მ., ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს. პოლიციამ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს…

მეტი...