ინფიცირებული ტაქსის მძღოლები, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავდათ, 2 000 ლარით დააჯარიმეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი – 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა. პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა…

მეტი...

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 231 ადამიანი იმყოფება

ამ ეტაპზე, საქართველოში ვირუსით  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 853-ია. აღნიშნული რაოდენობიდან  3 659 ადამიანი  საავადმყოფოში მკურნალობს.  მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 758, აჭარაში – 309, იმერეთში – 701. ქვეყნის მასშტაბით, მძიმე პაციენტთა რაოდენობა  789 პირს შეადგენს.  მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 7, იმერეთში – 27. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 303 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მეტი...

ვირუსის გავრცელება რეგიონების მიხედვით

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 100, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 72, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

მეტი...

კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  9 083  ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 608 პირი. ქვეყანაში, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  247 805-ს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

წუხელ, 03:39 საათზე, საქათველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, მიწისძვრა თბილისის დროით 03:39 საათზე, წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 მაგნიტუდის (ML)სიმძლავრეს შეადგენდა და მას ნგრევა არ მოჰყოლია.

მეტი...

“თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყნის და მოსახლეობის დასახმარებლად” – თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება  

„თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რათა შემდეგ, მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ. თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, მათ შორის ახლად შექმნილ ექიმთა ასოციაციიდან არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყნის და მოსახლეობის დასახმარებლად“ –  აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე და იმ პრობლემაზე საუბრობს, რაც კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში არსებობს. „ქუთაისში COVID კლინიკების ექიმებთან შეხვედრის დროს ტელევიზიებთან ინტერვიუში მე სიტყვა-სიტყვით ვთქვი (და ეს ყველგან დაფიქსირებულია), რომ მხარს ვუჭერ ა.წ. 1 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას/მოხსნას, მაგრამ ერთი პირობით, რომ პარალელურად გამკაცრდება არსებული ძირითადი რეგულაციების (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ა.შ.) შესრულებაზე კონტროლი. ძნელი…

მეტი...